ბიზნესის ადმინისტრირება (მაგისტრატურა)
სპეციალობა: ბიზნესი ადმინისტრირება
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მისანიჭებელი კვალიფიკაცია კვლევის მაგისტრი ბიზნესის ადმინისტრირებაში.
სწავლის ხანგრძლივობა: 2 (1+1) წელი, 120 (60+60) კრედიტი
სწავლების ენა: ქართული
წლიური გადასახადი: 2 500 ლარი
პროგრამის ხელმძღვანელი: ნინო პაპაჩაშვილი
საუკეთესო დასავლური პრაქტიკის გაზიარებით შექმნილი მაღალი სტანდარტის პროგრამაა!
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია მათთვის,
- ვინც საქმიან კარიერაზე ორიენტირებული პიროვნებაა;
- ვისაც სურს გაიუმჯობესოს საკუთარი კეთილდღეობა, ხელი შეუწყოს სხვისი კეთილდღეობის გაუმჯობესებასაც და სასიკეთოდ შეცვალოს გარემო;
- ვინც მოტივირებულია, საჭიროების შემთხვევაში გასწიოს გონივრული რისკი და თავისუფლად ორიენტირდეს მუდმივად ცვალებად გარემოში;
- ვისაც სურს დაეუფლოს ეროვნულ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე მოთხოვნად კონკურენტუნარიან ბიზნეს-განათლებას;
- ვინც მზადაა აღიჭურვოს პრაქტიკული კომპეტენციებით;
- ვინც გახსნილია იმისათვის, რომ გაიღრმაოს და განივითაროს სამეწარმეო უნარ-ჩვევები;
- ვისაც სურს არ ჩამორჩეს თანამედროვე ციფრულ ტრანსფორმაციებს, გაიზიაროს და გაიაზროს ტექნოლოგიური და ინოვაციური მიღწევები და თანამედროვე შესაძლებლობები;
- ვინც ფიქრობს ისარგებლოს საკუთარი კომუნიკაციის ქსელის გაფართოებით და მრავალფეროვანი საუნივერსიტეტო შეთავაზებებით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ (იხ. პარტნიორი უნივერსიტეტები) და
- ვისაც სურს ისეთი გამჭოლი კომპეტენციების შეძენა, რომელიც ქმედითია როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ორგანიზაციებში კარიერული წინსვლისთვის.
სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე კვალიფიციური სპეციალისტი, აღჭურვილი ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნით.
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ნაწილის (60 ECTS კრედიტი) მიზანია კურსდამთავრებული:
- კრიტიკულად იაზრებს ბიზნესის მართვის თეორიულ მიდგომებს და მმართველობითი საქმიანობის სფეროს უახლეს მიღწევებს; ამასთან, იძიებს და განავითრებს ახალ, ორიგინალურ იდეებს მართვის ეფექტიანობის ასამაღლებლად;
- თავისუფლად ორიენტირდება სწარაფადცვალებად ბიზნესგარემოში, მათ შორის რთული ან არასრული ინფორმაციის პირობებში; კომპლექსური პრობლემების გადასაწყვეტად, მართვის ეფექტიანობის ასამაღლებლად აანალიზებს ბიზნესის შიდა და გარე ფაქტორებს, განვითარების შესაძლებლობებს და იღებს გადაწყვეტილებას;
- ბიზნესის მართვის პროფესიულ ცოდნასა და პრაქტიკას ავითარებს საკუთრი წვლილით; ასევე,კომპლექსურ, არაპროგნოზირებად, მულტიდისციპლინურ სასწავლო და სამუშაო გარემოს მართვასა და ადაპტირებას ახორციელებს ინოვაციური სტრატეგიული მიდგომების მეშვეობით;
- დამოუკიდებლად წარმართავს საკუთარ სწავლას და სხვების საქმიანობასა და პროფესიულ განვითარებაზე იღებს პასუხისმგებლობას.
- აფასებს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობისა და ბიზნესეთიკის ნორმების დაცვის აუცილებლობას ბიზნესის წარმატებისა და საზოგადოების განვითარებისთვის.
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილის (60 ECTS კრედიტი) მიზანია კურსდამთავრებული:
- ფართო კვლევითი ინსტრუმეტარიუმით ინფორმაციის კრიტიკული ანალიზისა და ინოვაციური სინთეზის;
- რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებას ეფექტიანი ბიზნესის წარმართვისთვის;
- ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში დამოუკიდებლად ახორციელებს კვლევას აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით, ამასთან, უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით და არგუმენტებს და დასკვნებს წარადგენს როგორც აკადემიური, ასევე, პროფესიული საზოგადოების წინაშე აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით.
დასაქმების სფერო
ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში ღრმა და სისტემური კომპეტენციებით და კვლევის უნარებით აღჭურვილი ბიზნესის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ბიზნესის ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციაში, არასამთავრობო ორგანიზაციასა და გაერთიანებაში საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერად, ექსპერტად და ანალიტიკოსად. სწავლის პერიოდში მიღებული ცოდნა, განსაკუთრებით პასუხისმგებლობის გაცნობიერება და განვითარებული უნარები მას, ასევე, მისცემს შესაძლებლობას, რელევანტურად დასაქმდეს სახელმწიფო ორგანიზაციაში.