ფაკულტეტის შესახებ
მედიცინა მრავალფეროვანი პროფესიაა, კარიერული შესაძლებლობების ფართო სპექტრით.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტი დაარსდა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მიზნით. მედიცინის ფაკულტეტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ერთეულია უნივერსიტეტში, რომლის მიზანია საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო აქტივობების განხორციელება, აგრეთვე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა და განვითარება.
სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა საბაზისო მეცნიერებებში, და კლინიკურ, სოციალურ მეცნიერებეში, რაც განპირობებულია პროგრამებში გამოკვეთილი ძლიერი კლინიკური კომპონენტით. ისინი იღებენ ცოდნასა და გამოიმუშავებენ უნარებს, რომელიც დამყარებულია პაციენტის საჭიროებაზე, პოპულაციური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების მიზნით.
მედიცინის ფაკულტეტის მიზანია მოამზადოს პროფესიონალები, რომლებიც მზად არიან მომავალი პრაქტიკისთვის და ჯანდაცვის გლობალიზაციისთვის.
მედიცინის ფაკულტეტის მისია
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მისიაა აღზარდოს კონკურენტუნარიანი და კომპეტენტური მედიცინის დარგის პროფესიონალები რომელთაც ექნებათ მაღალი ეთიკური პასუხისმგებლობა, აკადემიური თავისუფლების, სამეცნიერო კვლევის და ჰუმანისტური ღირებულებების საფუძველზე, ჩვენ ვქმნით ტრანსფორმაციულ საგანმანათლებლო და კვლევით გარემოს, რომელიც ხელს უწყობს კრიტიკულ აზროვნებას, პროფესიულ სრულყოფას და სოციალურ პასუხისმგებლობას.
უნივერსიტეტის ძირითადი მისიის შესაბამისად, ჩვენ ვნერგავთ საბაზისო, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს სამედიცინო განათლებაში, გუნდური მუშაობის, ლიდერობისა და ძლიერი პროფესიული მენტორობის გზით, ჩვენ ვაძლიერებთ სტუდენტებს, სრულად განავითარონ თავიანთი პიროვნული და პროფესიული პოტენციალი ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში.
ჩვენი მისია სცილდება მხოლოდ აკადემიურ მზადებას— ჩვენი საზოგადოებრივი კონტრიბუცია აისახება მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმების მომზადებით, რომლებიც იცავენ ადამიანის ღირსებას, ხელს უწყობენ ჯანმრთელობის შენარჩუნებას, დაავდების პრევენციას და პატივს სცემენ ინდივიდუალურ უფლებებსა და კულტურულ მრავალფეროვნებას როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე.
მედიცინის ფაკულტეტი ფოკუსირებულია გამოუმუშაოს სტუდენტს:
- პროფესიონალური და ქცევითი ღირებულებები;
- პროფესიული უნარები;
- პროფესიული ცოდნა.
მედიცინის ფაკულტეტი სთავაზობს სტუდენტს:
- თანამედროვე მეცნიერებისა და კლინიკური სწავლების ინტეგრირებას;
- თანამედროვე სასწავლო გარემოში სწავლებას (მათ შორის სწავლება კლინიკურ-სიმულაციური ლაბორატორიებში ანატომიის ლაბორატორიაში, და ა.შ.);
- კლინიკური სწავლებების ადრეული იმპლემენტაციას სასწავლო პროცესში;
- სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებას (PBL, CBL და ა.შ.);
- თანატოლთა სწავლების პროგრამას;
- სტუდენტთა კეთილდღეობის პროგრამას;
- სოციალური პასუხისმგებლობის პრომოციას (ხელშეწყობა) რომელიც დამყარებულია გლობალურ ჯანმრთელობასა და სამედიცინო გამოწვევებზე.
ძირითადი ფაქტორები:
- განახლებული სასწავლო გეგმა;
- უმცროს ექიმად მუშაობისთვის მზადყოფნის მაღალი დონე;
- კლინიკური გამოცდილება;
- მეგობრული ატმოსფერო;
- თანამედროვე სასწავლო გარემო.
2022 წლიდან სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ევროპული სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE- European Medical Education Association) წევრი გახდა. An International Association for Medical Education - AMEE-ის წევრობა უამრავ ახალ შესაძლებლობას აძლევს ფაკულტეტს.
- Standardized Patient Policy
- Bed Side Teaching POLICY.
- Case Based Learning
- Flipped Classroom Policy
- Problem Based Learning
- Log Book Policy
- Guidelines for Safety in the Biochemistry Laboratory
- Objective Structural ClinicalPractical Examination policy