აღმოსავლეთ ევროპის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება (მაგისტრატურა)
პროგრამის სახელწოდება: აღმოსავლეთ ევროპის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: პროგრამის I ნაწილი (60 ECTS): პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი / Master of Political Science
პროგრამის II ნაწილი (60 ECTS): კვლევის მაგისტრი პოლიტიკის მეცნიერებაში /Research Master of Political Science
პროგრამის ხელმძღვანელი: ივანე ოქრომჭედლიშვილი, ასოცირებული პროფესორი
სწავლის საფასური: 2 500 ლარი
სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი (120 კრედიტი)
სამაგისტრო პროგრამა „აღმოსავლეთ ევროპის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ შექმნილია იმისათვის, რომ სტუდენტებს მიაწოდოს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები აღმოსავლეთ ევროპის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში.
პროგრამა ეფუძნება მულტიდისციპლინურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს თეორიას, ემპირიულ კვლევას და პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ სამყაროში. ეს ხელს უწყობს სტუდენტების მზადყოფნას, პროგრამის ფარგლებში არსებული კომპლექსური გამოწვევების გადასაჭრელად.
პროგრამა გამოირჩევა რეგიონულ გამოცდილებაზე განსაკუთრებული აქცენტით, კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპის საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე, კრიტიკული აზროვნების განვითარებით და სპეციალიზებული პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებით.
პროგრამის ძირითადი მახასიათებლებია:
- სასწავლო გეგმის თანამედროვე დიზაინი: პროგრამა აერთიანებს ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო და არჩევით სასწავლო კურსებს, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს კონკრეტულ ინტერესებთან ერთად შეიძინონ ღრმა და სისტემური ცოდნა ძირითად დისციპლინაში.
- ფოკუსირება პრაქტიკულ გამოყენებაზე: შემთხვევების შესწავლის, სიმულაციური სავარჯიშოების, პრაქტიკული დავალებებისა და პროექტების მეშვეობით, სტუდენტები იძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც შეესაბამება მათ სამომავლო კარიერას.
- საერთაშორისო პერსპექტივა: პროგრამა ითვალისწინებს გლობალურ ტენდენციებს და აერთიანებს შედარებით ანალიზს, რაც უზრუნველყოფს დარგის შესახებ არსებული ცოდნის ყოვლისმომცველ გააზრებას, როგორც რეგიონალურ (ადგილობრივ), ისე საერთაშორისო კონტექსტში.
- ინტერდისციპლინარული მიდგომა: კურსები მოიცავს შეხედულებებს სხვადასხვა დისციპლინიდან, რაც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას განიხილონ პრობლემები განსხვავებული პერსპექტივიდან.
- პროგრამის განხორციელებაში ჩართული მაღალკვალიფიციური პერსონალი: მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალისა და პრაქტიკოსებისგან შედგარი გუნდის მიერ შექმნილი პროგრამა, უზრუნველყოფს კურსდამთავრებულებს სიღრმისეული თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით.
კარიერული შესაძლებლობები:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ სფეროს განვითარებაში წვლილის შეტანას ეთიკური და პროფესიული სტანდარტების დაცვით და კარიერის გაგრძელებას დიპლომატიურ, საერთაშორისო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, სამეცნიერო-კვლევით და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
სამაგისტრო პროგრამა "აღმოსავლეთ ევროპის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება" მიზნად ისახავს :
I ნაწილი:
- აღჭურვოს კურსდამთავრებული აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების ყოვლისმომცველი, ღრმა და სისტემური ცოდნით;
- განუვითაროს კურსდამთავრებულს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის და სტრატეგიების ფორმირებაზე გავლენის მქონე ისტორიული, სოციალური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური დინამიკის კვლევისა და კრიტიკული ანალიზის უნარები.
II ნაწილი:
- უზრუნველყოს კურსდამთავრებული კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარებით, აკადემიური
- კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით და თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით,საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმულირების და აღსრულების პროცესების მხარდასაჭერად, უსაფრთხოების მიმდინარე და განვითარებად საფრთხეებზე ფოკუსირებით;
- კურსდამთავრებულმა შეიტანოს წვლილი აღმოსავლეთ ევროპის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში პროფესიული ცოდნისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკის განვითარებაში.
აღმოსავლეთ ევროპის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება სამაგისტრო პროგრამა