19ოქტ,2018
ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტში
ცხადდება საბუთების მიღება Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობისათვის ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტში.
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მიმღები უნივერსიტეტი მიმდინარე წლის 26-30 ნოემბერს მართავს საერთაშორისო კვირეულს ადმინისტრაციული პერსონალისათვის, სადაც განხილული იქნება სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ისეთი საკითხები, როგორიცაა: საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივები, უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიები, Erasmus+ KA103 და Erasmus+ 107 პროგრამები. სასურველია აპლიკანტს ჰქონდეს გარკვეული გამოცდილება საერთაშორისო პროექტების/ურთიერთობების მიმართულებით.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- სააპლიკაციო ფორმა ((შეავსეთ მხოლოდ გაყვითლებული ადგილები)
- სამოტივაციო წერილი
- CV
დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ მისამართზე: sh.parunashvili@sabauni.edu.ge 19 ოქტომბრის ჩათვლით.
მეილის დასახელებაში მიუთითოთ “Mobility at WSPA”.
სააპლიკაციო ფორმა ჩამოტვირთეთ ბმულიდან
კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებას მე-4 სართული, 407-ე ოთახი, შორენა პარუნაშვილი tel.: +322 242 22 42/115 sh.parunashvili@sabauni.edu.ge