09მაი,2026
AI როგორც სამეცნიერო კვლევისა და აკადემიური წერის ეფექტური ასისტენტი
ადგილი:კალისტრატე ქუთათელაძის 3
დასაწყისი:15:00
2 მაისს, 15:00 საათზე, სტუდენტურ სივრცეში გაიმართება შეხვედრა თემაზე: „AI როგორც სამეცნიერო კვლევისა და აკადემიური წერის ეფექტური ასისტენტი“.
შეხვედრას გაუძღვება ანი ჯანელიძე - საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ვიცე-პრეზიდენტი და ElevenLabs-ის მონაცემთა ოპერაციების ხელმძღვანელი.
შეხვედრა დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ როგორ შეიძლება გახდეს AI სამეცნიერო კვლევისა და აკადემიური წერის ეფექტური დამხმარე - ლიტერატურის მოძიებიდან ნაშრომის სტრუქტურირებამდე. ყურადღება გამახვილდება ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან და გამჭვირვალე გამოყენებაზე, რათა ის იყოს დამხმარე ინსტრუმენტი და არა ავტორის ჩამნაცვლებელი.
ძირითადი საკითხები:
-
ლიტერატურის მოძიება და სისტემატიზაცია: Perplexity, სამეცნიერო სტატიების სწრაფი მოძიება, სინთეზი და ბიბლიოგრაფიის შედგენა;
-
კვლევის კითხვის ჩამოყალიბება: AI-სთან დიალოგი თემის დასაზუსტებლად, ჰიპოთეზის ფორმულირებისა და კვლევის ხარვეზების გამოსაკვეთად;
-
ნაშრომის სტრუქტურა და გეგმა: არგუმენტების გამართვა AI-ის დახმარებით;
-
წერა, რედაქტირება და სტილი: აკადემიური ტონის შენარჩუნება, გრამატიკა და სიცხადე - AI, როგორც რედაქტორი და არა ავტორი;
-
ციტირება, წყაროები და გადამოწმება.
დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: