11თებ,2022
ბიზნეს ქეისების კონკურსი
არ გამოტოვო შესაძლებლობა და ჩაერთე ყველაზე მასშტაბურ სტუდენტურ ბიზნეს მარათონში!
ბიზნეს ქეისების კონკურსის ძირითადი მიზანია ახალგაზრდებში:
- ბიზნესის წარმოებისა და მართვის თანამედროვე გამოცდილების გაზიარება;
- საქმიანი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
- პრეზენტაციის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება;
- გუნდური მუშაობის გამოცდილების მიღება;
- შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილების მიღების პრაქტიკა.
მონაწილეობის მისაღებად:
- შექმენით 3-5 სტუდენტისგან შემდგარი გუნდი;
- შეურჩიეთ გუნდს სახელი;
- და გაიარეთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/3gDrtFt
ბიზნეს ქეისების კონკურსი გაიმართება ონლაინ პლატფორმა Google Meet-ის მეშვეობით.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- 15 მარტი რეგისტრაციის ბოლო ვადა;
- 4 აპრილი ღონისძიების გახსნა, სამუშაო შეხვედრა და დავალების მიღება;
- 8 აპრილი პრეზენტაციების წარდგენა, კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოვება.
გამარჯვებული გუნდები
დაჯილდოვდებიან:
I ადგილი - 300 ლარი
II ადგილი - 200 ლარი
III ადგილი - 100 ლარი
და სხვა პრიზებით.
ბიზნეს მარათონში ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდს შეუძლია მონაწილეობის მიღება!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: fbt@sabauni.edu.ge