01ნოე,2021
ეკლესიის სოციალური სწავლება
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
2021 წლის 23 – 25 ნოემბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ეკლესიის სოციალური სწავლების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება ეკლესიის სოციალური სწავლების თემაზე მიძღვნილი ვორქშოპი -სემინარი, რომელსაც წარუძღვებიან გერმანელი პროფესორები: პროფ. პეტერ შალემბერგი (პადერბონის უნივერსიტეტი, მორალური თეოლოგია და ეკლესიის სოციალური სწავლება) და პროფ.ლარს შეფერსი (ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი ბონში, ეკლესიის სოციალური სწავლება)
ვორქშოპი შეეხება ეკლესიის სოციალური სწავლების ფუნდამენტურ პრინციპებს, ბიოეთიკის საკითხებს, ოჯახსა და ქორწინებას, მუშაობასა და საკუთრების ქრისტიანულ ხედვას.
ვორქშოპის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
სამუშაო ენა: ინგლისური ენა (ნაწილობრივი თარგმანით)
შეხვედრები ჩატარდება 10 საათიდან 18.00 საათამდე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, მისამართზე: კ.ქუთათელაძის N3 (საბურთალო)
დასწრების მსურველებს ვთხოვთ გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე
კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, დასწრების მსურველებს მოეთხოვებათ წარადგინონ კოვიდპასპორტი, ან PCR ტესტის (ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული) ან სწრაფი ტესტის (ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული) პასუხი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი.