11მარ,2022
Erasmus+ კონკურსი ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში
ცხადდება საბუთების მიღება Erasmus+ სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში (საფრანგეთი). კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს.
Erasmus+ პროგრამის მიხედვით, სტუდენტი საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 850 ევროს ოდენობით, ასევე პროგრამა დაფარავს მის მგზავრობის ხარჯებს (საქართველო - საფრანგეთი-საქართველო).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომელთაც:
- აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი
- არ აქვთ ფინანსური დავალიანება უნივერსიტეტში
- დასრულებული აქვთ მინიმუმ ერთი წელი საბაუნიში
სტუდენტების მობილობა განხორციელდება 2022-2023 წლის შემოდგომის სემესტრზე.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- პასპორტის ასლი
- CV ინგლისურად (სასურველია europass ფორმატში)
- სამოტივაციო წერილი ინგლისურად (500 სიტყვის ფარგლებში)
- რეკომენდაციის წერილი ქართულად (ფაკულტეტის დეკანის ან პროფესორის)
- აკადემიური მოსწრების ბარათი (შესაძლებელია ბაზიდან ჩამოტვირთული ფორმატი, ხელმოწერის გარეშე)
- ინგლისური ან ფრანგული ენი ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (B2) (არქონის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ენების ცენტრი გასცემს შესაბამის დოკუმენტს ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე)
დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ საბაუნის მეილიდან საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ Erasmus+ ICM Lille
მნიშვნელოვანი თარიღები:
- 15 აპრილი - საბუთების გადმოგზავნა საერთაშორისო ურთიერთობების ოფისში
- 19 აპრილი - ტესტირება უცხო ენაში
- 19 – 20 აპრილი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან
შერჩევის კრიტერიუმებია:
- აკადემიური მოსწრება - 30%
- ინგლისური ენა - 40%
- მოტივაცია - 30%
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ასევე, სტუდენტს, რომელსაც არ აქვს ერასმუს+ პროგრამაში მონაწილეობა მიღებული.
ინგლისურ ენაზე შემოთავაზებული საგნების ჩამონათვალი ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში
ინფორმაცია საფრანგეთში ცხოვრებისა და ხარჯების შესახებ
ინფორმაცია ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული პაკეტების შესახებ
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ir@sabauni.edu.ge ტელ.: 577347713