31ოქტ,2018
Erasmus+ სტიპენდიები პოლონეთსა და საფრანგეთში
ცხადდება საბუთების მიღება 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში (პოლონეთი) (The John Paul II Catholic University of Lublin) და ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტში (საფრანგეთი) (Catholic University of Lyon) Erasmus+ ფარგლებში სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდია ფარავს სტუდენტის ცხოვრების და მგზავრობის ხარჯებს (275 ევრო მგზავრობის, თვეში 800 ევრო ცხოვრების). მობილობა განხორციელდება 2018-2019 წლის საგაზაფხულო სემესტრში (5 თვის განმავლობაში).
გთხოვთ გაითვალისწინოთ: სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და მობილობის პერიოდში სტუდენტმა უნდა გაიაროს არაუმცირეს 24 კრედიტის შესაბამისი სასწავლო კურსი.
აუცილებელი მოთხოვნები:
- სტუდენტი უნდა იყოს საბაუნის სამართლის საბაკალავრო ან სამაგისტრო სწავლების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
- ჰქონდეს კარგი აკადემიური მოსწრება;
- ფლობდეს ინგლისურ ენას;
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- სტუდენტის CV
- აკადემიური მოსწრების ბარათი
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, საშუალოდ 500 სიტყვა)
- უცხო ენის (B2 დონე) დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება-გასაუბრება ადგილზე).
- უცხოეთის პასპორტის ქსერო ასლი
- ფაკულტეტის დეკანის რეკომენდაცია (ქართულ ენაზე)
შერჩევის კრიტერიუმებია:
- ინგლისური ენის ცოდნა - 50 /100
- აკადემიური მოსწრება - 30/100
- მოტივაცია - 20/100
მოტივაცია შეფასდება გასაუბრების დროს
ვადები:
პოლონეთში
- 1 ოქტომბერი - 31 ოქტომბერი - საბუთების მიღება
- 2 ნოემბერი- ტესტირება
- 5 - 7 ნოემბერი - სტუდენტების შერჩევა და შედეგების გამოქვეყნება
საფრანგეთში
- 1 ოქტომბერი - 20 ოქტომბერი - საბუთების მიღება
- 22 ოქტომბერი - ტესტირება
- 23-24 ოქტომბერი - სტუდენტების შერჩევა და შედეგების გამოქვეყნება
- შენიშვნა1: თანაბარი პირობების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს სოციალურად შეჭირვებული ოჯახიდან.
რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები უნდა გადმოიგზავნოს ელ.ფოსტაზე: sh.parunashvili@sabauni.edu.ge. რეგისტრაციის დროს გთხოვთ მიუთითოთ რომელ უნივერსიტეტში გსურთ ერასმუს+ სწავლა. კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ მითითებულ ელ.ფოსტაზე ან მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში, 407-ე ოთახში.
საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით გაიმართება 5 ოქტომბერს, 18:00 საათზე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
გისურვებთ წარმატებებს!