12აპრ,2023
Erasmus+ სტიპენდიები სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
განთავსების თარიღი:04/12/2023
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ ICM საგრანტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ფარგლებში საბაუნის სტუდენტები 2023 წლის შემოდგომის სემესტრს ისწავლიან საბაუნის პარტნიორ უნივერსიტეტებში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაუნის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.
მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ
• საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის (სემესტრის) სტუდენტებს.
• შეჩერებულ სტატუსის მქონე სტუდენტებს
• დამამთავრებელი კურსის /სემესტრის სტუდენტებს (შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მობილობის დასრულების შემდეგ სტუდენტი დაიმატებს დამატებით სემესტრს)
• სტუდენტს რომელსაც გააჩნია ფინანსური დავალიანება.
პარტნიორი უნივერსიტეტები და გრანტი:
მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის
გრანტი: 800 ევრო თვეში
მგზავრობა: 360 ევრო
ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის
გრანტი: 800 ევრო თვეში
მგზავრობა: 275 ევრო
Erasmus+ პროგრამა არ ფარავს ვიზის მოსაკრებელსა და დაზღვევის ხარჯებს.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
• აკადემიური მოსწრების ბარათი;
• საერთაშორისო პასპორტის ასლი;
• უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი B2 (TOEFEL, IELTS), ასეთის არსებობის შემთხვევაში; (არ არსებობის შემთხვევაში, სტუდენტები ტესტირებას გაივლიან უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრში)
• სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
• CV Euro pass ფორმატში;
• რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/საბაუნის პროფესორისაგან
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციას აპლიკანტი უნივერსიტეტის ელ-ფოსტის ოფიციალური მისამართიდან აგზავნის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ-ფოსტის მისამართზე: ir@sabauni.edu.ge
შენიშვნა1: პარტნიორი უნივერსიტეტის/ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა მოთხონილი იქნეს დამატებითი დოკუმენტები.
შენიშვნა2: იმისათვის რომ მობილობის სემესტრში მიღებული კრედიტების აღიარება მოხდეს, სტუდენტმა უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია საბაუნიში წასვლამდე.
შერჩევის კრიტერიუმებია:
• აკადემიური მოსწრება - 30%
• ინგლისური ენა - 40%
• მოტივაცია - 30%
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ასევე, სტუდენტს, რომელსაც არ აქვს ერასმუს+ პროგრამაში მონაწილეობა მიღებული.
მნიშვნელოვანი ვადები:
23 აპრილი - საბუთების მიღება
25 აპრილი, 14:00 სთ - ტესტირება უცხო ენაში
26 აპრილი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან და კანდიდატების შერჩევა
მაისი -ივნისი - დასკვნით პასუხი მიმღები უნივერსიტეტიდან
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge, ან მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში.