24იან,2023
FUCE სტიპენდია თეოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისათვის (2023-24)
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
ექსკლუზიურად საბაუნის სტუდენტებისათვის, ცხადდება საბუთების მიღება FUCE grant-ის მოსაპოვებლად 2023-2024 აკადემიური წლისათვის, რომელიც განკუთვნილია საბაუნის თეოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისათვის. FUCE-ს სტიპენდია Erasmus+ მსგავსად, გულისხმობს სტუდენტების მობილობას პარტნიორ უნივერსიტეტში ერთი სემესტრის მანძილზე კრედიტების აღიარების პირობით. სტუდენტებს საშუალება აქვთ ისწავლონ FUCE წევრ საბაუნის პარტნიორ ერთ-ერთ უნივერსიტეტში.
შერჩეული სტუდენტი მიიღებს 2500 ევროს უცხოეთში ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯების დასაფარავად.
მობილობაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:
- თეოლოგიის ან სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის აქტიური სტატუსი
- კარგი აკადემიური მოსწრება
- მიმღებ უნივერსიტეტში სწავლების ერთ-ერთი ენის ცოდნა
- სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს მიღებული მობილობის სემესტრში კიდევ სხვა გრანტი
- მაღალი მოტივაცია და სათანადო კომპეტენცია უცხოეთის უნივერსიტეტში უცხო ენაზე სასწავლებლად
ეტაპები:
პირველი ეტაპი: სტუდენტი აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- სააპლიკაციო ფორმა
- პასპორტის ან პირადობის ასლი
- ცნობა სტატუსის შესახებ
- სტუდენტის აკადემიური მოსწრების ბარათი
- უცხო ენის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (B2),( არ ქონის შემთხვევაში საბაუნის უცხო ენათა ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი)
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, მინიმუმ 200 სიტყვა) (წერილში ნათლად უნდა იყოს გაწერილი სტუდენტის მოტივაცია, რატომ სურს კონკრეტულ უნივერსიტეტში სწავლა, რა სასწავლო კურსები მიაჩნია საინტერესოდ, როგორია მისი მიზნები და რამდენად დაეხმარება ეს მობილობა ამ მიზნების მიღწევაში).
- სარეკომენდაციო წერილი (ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი)
- ცნობა სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსის შესახებ (არსებობის შემთხვევაში)
მეორე ეტაპი: საბაუნის შიდა შესარჩევი კონკურსი / გასაუბრება
მესამე ეტაპი: საბაუნის პარტნიორ უნივერსიტეტებთან კორესპონდენცია სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებით.
მეოთხე ეტაპი: ფედერაციაში საბუთების გადაგზავნა და ფედერაციის მიერ გადწყვეტილების მიღება.
შენიშვნა: შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ სტუდენტებს, რომელთაც არასოდეს მიუღიათ უცხოეთის სასწავლო გრანტი
ფედერაციაში გადასაგზავნი დოკუმენტაცია
1. შევსებული სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა
2. პასპორტის ასლი
3. აკადემიური მოსწრების ბარათი (ინგლისურ ენაზე)
4. ცნობა უნივერსიტეტიდან სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
5. უცხო ენის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინიმუმ B2 დონეზე)
6. სამოტივაციო წერილი (სტუდენტის შესახებ, მის მიზნებზე (განათლება, კარიერა), და ამ მობილობის როლი ამ მიზნების მიღწევაში) (200 სიტყვა)
7. სარეკომენდაციო წერილი (ფაკულტეტის დეკანი, ლექტორი, აკადემიური ხელმძღვანელი)
8. FUCE-ს სასწავლო ხელშეკრულება (ხელშეკრულება იდება სტუდენტს, გამგზავნ და მიმღებ უნივერსიტეტებს შორის).
9. მასპინძელი უნივერსიტეტიდან მიღების წერილი.
ვადები:
13 მარტი, 15:00სთ - ტესტი უცხო ენაში მათთვის ვისაც არ აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი (ტესტის დაწერის მსურველები აღნიშნულ დროს უნდა გამოცხადნენ 407-ე აუდიტორიაში).
10 მარტი - საბუთების გადაგზავნა საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში
14 მარტი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან
საბოლოო პასუხები ცნობილი გახდება მაისის ბოლოს და აპლიკანტებს ეცნობებათ ელ ფოსტის საშუალებით
შენიშვნა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, უქმე დღეებში გადმოგზავნილ მეილზე გიპასუხებთ სამუშაო დღეებში.
საბაუნის პარტნიორი უნივერსიტეტებია:
იოანე პავლე მეორის სახელობის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტი ვარშავაში (პოლონეთი)
იოანე-პავლე მეორის პონტიფიკური უნივერსიტეტი კრაკოვში (პოლონეთი)
უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტი (უკრაინა)
კათოლიკური უნივერსიტეტი რუზომბეროკში (სლოვაკეთი)
პეტერ პაზმანის კათოლიკური უნივერსიტეტი (უნგრეთი)
ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტი (ხორვატია)
ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
პარიზის კათოლიკური ინსტიტუტი (საფრანგეთი)
აიხშტატის კათოლიკური უნივერსიტეტი (გერმანია)
სალამანკას პონტიფიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი)
ვალენსიის კათოლიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი)
უნივერსიტეტი ლუმსა (იტალია)
გაცნობებთ იმასაც, რომ მიმდინარე წლის 3 თებერვალს სტუდენტურ სივრცეში 14:00 საათზე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა FUCE სტიპენდიის შესახებ.
კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერს, ir@sabauni.edu.ge ; Tel.: 242 22 42/115; მეოთხე სართული, 407 ოთახი.