27ოქტ,2019
გაცვლითი პროგრამა საფრანგეთში
ცხადდება საბუთების მიღება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის საბაუნის პარტნიორ, ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტში 2019-2020 საგაზაფხულო სემესტრზე. მობილობა განკუთვნილია სამართლისა და ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის (პირველი და დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტების გარდა). გაცვლითი პროგრამა გულისხმობს მასპინძელ უნივერსიტეტში სტუდენტების მობილობას ერთი სემესტრის განმავლობაში, რომლის დროსაც მიღებულ კრედიტებს საბაუნი უღიარებს მობილობის დასრულების შემდეგ. მობილობაში მონაწილე სტუდენტები თავისუფლდებიან სწავლების საფასურისაგან როგორც მასპინძელ, ასევე, გამგზავნ უნივერსიტეტებში.
სტუდენტის გასაწევი ხარჯი:
- მგზავრობა
- ვიზის მოსაკრებელი და დაზღვევა
- უცხოეთში საცხოვრებელის და ცხოვრების ხარჯი
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სასწავლო კურსები ინგლისურ ენაზე
სტუდენტს შეუძლია აიღოს სასწავლო კურსები სხვადასხვა პროგრამებიდან, მნიშვნელოვანია შერჩეული კურსი იყოს თავსებადი სტუდენტის სასწავლო პროგრამასთან. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ, საგნებთან დაკავშირებით გაიარეთ კონსულტაცია ფაკულტეტის დეკანთან.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- მოკლე ბიოგრაფია ინგლისურ ენაზე (CV)
- სამოტივაციო წერილი
- ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
- სტუდენტის აკადემიური მოსწრების ბარათი
- პასპორტის ან პირადობის ასლი (ან სკანერი)
- ფაკულტეტის დეკანის რეკომენდაცია (ინგლისურად, სატიტულო ფურცელზე ამობეჭდილი, ხელმოწერილი - ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის)
- პასპორტის ფოტო (ბიზნესი ფაკულტეტის სტუდენტებისათვის)
რეგისტრაცია მიმდინარეობს 27 ოქტომბრის ჩათვლით. მსურველებმა დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge
ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა პირველ ეტაპზე უნდა გაიარონ რეგისტრაცია საბაუნიში, ხოლო მეორე ეტაპზე მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ გვერდზე
ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტესტირება ინგლისურ ენაში საბაუნის უცხო ენების ცენტრის მიერ.
მნიშვნელოვანი ვადები
27 ოქტომბერი - რეგისტრაციის ბოლო დღე
28 ოქტომბერი -ტესტირება ინგლისურ ენაში და გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან
29 ოქტომბერი - შედეგების გაცნობა
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, შესარჩევი კომისია (რომელშიც შევა ვიცე რექტორი, ფაკულტეტის წარმომადგენლები, საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილება და სტუდენტები) განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და გასაუბრებაზე დაყრდნობით შეარჩევს სტუდენტს.
შერჩევის კრიტერიუმები
- ინგლისური ენის ცოდნა - 40 (100%)
- აკადემიური მოსწრება - 30 (100%)
- მოტივაცია - 30 (100%)
კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოგვმართეთ:
შორენა პარუნაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება, მე-4 სართული, 407 ოთახი, ელ.ფოსტა: sh.parunashvili@sabauni.edu.ge
ლაშა მიქაძე - ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე, მე-2 სართული, 201 ოთახი, ელ.ფოსტა l.mikadze@sabauni.edu.ge