17აპრ,2026
ჟურნალ ,,დიალოგის სარედაქციო საბჭო აცხადებს სტატიების მიღებას
ადგილი:კალისტრატე ქუთათელაძის 3
განთავსების თარიღი:17/04/2026
ჟურნალ ,,დიალოგის" სარედაქციო საბჭო აცხადებს სტატიების მიღებას 2026 წლის ახალი, #10 ნომრისთვის.
სტატიების გადმოგზავნა შესაძლებელია, ქართულ, ინგლისურ, ბერძნულ, იტალიურ, პოლონურ. გერმანულ და ფრანგულ ენებზე
მასალების გადაგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 01 აგვისტო.
რეცენზირების პერიოდი 01 სექტემბრის ჩათვლით;
რეცენზირების შედეგების გათვალისწინებით, სტატიების გადამუშავების ბოლო ვადა 01 ოქტომბერი.
საბოლოო დადასტურება სტატიის მიღების შესახებ - 30 ნოემბერი.
სტატიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ მაილზე: dialoguejournal@sabauni.edu.ge ან ატვირთოთ ჟურნალის პორტალზე რუბრიკაში "make a submission".
სტატიების გადმოგზავნის უფლება აქვთ როგორც დოქტორის ხარისხის მქონე პირებს, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, ასევე ზოგადად თეოლოგიისა და რელიგიის კვლევებით დაინტერესებულ პირებს.