25მაი,2016
ლექცია-დისკუსია: სექსუალური ძალადობა მცირეწლოვნებზე და მოწყვლად ადამიანებზე
25 მაისს 16:00 საათზე საბაუნიში ჩატარდება საჯარო ლექცია დისკუსია თემაზე: სექსუალური ძალადობა მცირეწლოვნებზე და მოწყვლად ადამიანებზე. საჯარო ლექციაზე განხილული იქნება თემასთან დაკავშირებული შემდეგ ასპექტები: საკითხისადმი ინტერდისციპლინარული მიდგომა, ისტორიული ექსკურსი, სექსუალური ძალადობის შედეგები, საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელობა აღნიშნული ფენომენის კვლევაში.
ლექციას წარუძღვება რომის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტი, ედვარდ გოგილაშვილი.