04აპრ,2024
ლექციათა ციკლი - „იდუმალი ვეფხისტყაოსანი"
ადგილი:კ. ქუთათელაძის #3 (სტუდენტური სივრცე)
დასაწყისი:18:00
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებითა და თეოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტის ჩართულობით, 2024 წლის 4 აპრილს, 18:00 საათზე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურს, მამა გურამ ოთხოზორიას უმასპინძლებს.
მამა გურამი წაიკითხავს ლექციათა ციკლის - „იდუმალი ვეფხისტყაოსანი" მე-3 საჯარო ლექციას - ,,ბოროტებისა და სიკეთის თემა ვეფხისტყაოსანში".
დასწრება თავისუფალია.