07ოქტ,2023
მედიაციის საერთაშორისო შეჯიბრი
ადგილი:კ. ქუთათელაძის N3
დასაწყისი:16:00
2023 წლის შემოდგომაზე იმართება მედიაციის ყოველწლიური საერთაშორისო შეჯიბრი, რომელიც ტარდება ვაინშტაინის საერთაშორისო ფონდის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით. ვაინშტაინის საერთაშორისო ფონდი არის 2018 წელს, კალიფორნიაში დაარსებული არაკომერციული ორგანიაცია, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით მედიაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას.
დამატებითი ინფორმაცია ვაინშტაინის ფონდის საქმიანობის შესახებ, დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე. შეჯიბრი უნიკალურია თავისი ფორმატიდან გამომდინარე. იგი ორიენტირებულია სტუდენტების (ახალგაზრდა იურისტების) წერითი უნარების შემოწმებასა და განვითარებაზე.
მონაწილეებისგან მოთხოვნილია სამართლებრივი ბრიფის მომზადება. შეჯიბრი ტარდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცხრა სახელმწიფოში. მასში მონაწილეობის მიღება კი სამართლის სკოლის ბაკალავრიატის საფეხურის I-IV კურსის სტუდენტებს შეუძლიათ. ეროვნულ დონეზე გამარჯვებული მონაწილე ჯილდოვდება 1 000 აშშ დოლარით.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოკლე პრეზენტაციას ჩაატარებენ, 7 ოქტომბერს 16:00 საათზე. მომხსენებლები: რუსუდან გოჩიტაშვილი და ლუკა გოგუა.