02ივნ,2017
როგორ დავგეგმოთ ღონისძიება ზედმეტი სტრესული სიტუაციების გარეშე
ყოველდღიურად ვეჯახებით რუტინულ სამუშაო გარემოს, სადაც მნიშვენლოვანია სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება და პროცესების დაგეგმვა. HR ბაზრის მოთხოვნაა, რომ ჩვენი შესაძლებლობები წარმოვაჩინოთ ყველა დონეზე.
სწორედ ამიტომ, რთული სამუშაო გრაფიკის პირობებში, ყველაზე მნიშვნელოვანია პროცესების დაგეგმვა, დედლაინებზე ყურადღების მაქსიმალური გამახვილება, შესვენების პერიოდის და რელაქსაციის წუთების აუცილებლობის მნიშვნელობა, სოციალური ბარიერების მოხსნა, შემოქმედებითი აზროვნების გამომუშავება, რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებაში და კონფლიქტის მოგვარების გზების პოვნაში დახმარება.
ვორქშოპზე განსახილველი საკითხები:
• სამსახურებრივ ურთიერთობებში სასარგებლო ფსიქო - სოციალურ ტექნიკებს;
• ერთობლივად დავგეგმავთ რეალურად განსახორციელებელი ღონისძიების სამოქმედო გრაფიკს;
• დროის ეფექტური განაწილება, საბოლო ვადებში ჩატევა;
ტრენერები:
გიორგი დონაძე - ფსიქოკონსულტანტი, ევროპის საბჭოს ექსპერტი, საერთაშორისო ტრენერი. სოციალური საწარმო Generator 9.8 - არაფორმალური განათლების და საჯარო ლექციების მიმართულების კორდინატორი;
100+ ტრენინგი;
20 + საჯარო ლექცია;
10 წლიანი სამუშაო გამოცდილება
ანა ციხელაშვილი - მენეჯერი, ღონისძიებების ორგანიზატორი
ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, მენეჯერული და ადმინისტრაციული საკითხების დაგეგმარება და კოორდინაცია, შესყიდვების წარმოება,ბიუჯეტის და მარაგების კონტროლი
10 წლიანი სამუშაო გამოცდილება.