24ივლ,2020
საბაუნი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3 - საბაუნის ბიბლიოთეკა
დასაწყისი:12:00
2020 წლის 24 ივლისს, 12:00 საათზე საბაუნის ბიბლიოთეკაში გაიმართება მრგვალი მაგიდა, სადაც მოხდება ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის წარდგენა.
ღონისძიებაზე მოწვეულები არიან საქართელოს ეკონომიკის მინისტრი, საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), საჯარო და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლები. პროექტის წარდგენის შემდეგ გაიმართება დისკუსია.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
შეხვედრა ჩატარდება ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, ადგილზე მოხდება თერმოსკრინინგი და შეხვედრის ადგილზე დაცული იქნება ორმეტრიანი დისტანცია.
ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი შეიქმნა საბაუნის სამართლის და ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტების ერთობლივი ძალისხმევით და მცირე საწარმობს სთავაზობს კვალიფიციურ დახმარებას სამართლებრივ და ბიზნესადმინისტრირების თვალსაზრისით, მათ შორის, კონსულტაციებს, არსებული დოკუმენტაციის სამართლებრივ მოწესრიგებას, ბიზნესგარემოს ანალიზსა და ბიზნესსტრატეგიის შემუშავებას და სხვა.
პროექტი საბაუნის პოსტპანდემიიური კამპანიის ნაწილია და მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებას კრიზისული სიტუაციის დაძლევაში.