04ოქტ,2022
საერთაშორისო ახალგაზრდული სამიტი "Open World"
მიმდინარე წლის 27-31 ოქტომბერს სერბეთის ქალაქ ზლატიბორში გაიმართება ახალგაზრდული სამიტი „ Open World”, რომელიც ორგანიზებულია ფონდის „Together for Youth – Prof. Dr. Danica Grujicic” მიერ.
სამიტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18 დან 30 წლამდე ახალგაზრდებს. სამიტზე ფიზიკურ რეჟიმში დასასწრებად რეგისტრაციის საფასურია 250 ევრო, რომელიც მოიცავს 4 ღამით განთავსებას სერბეთში, კვებას, პანელურ აქტივობებში ჩართულობასა და სერტიფიკატს. შესაძლებელია ასევე სამიტზე ონლაინ რეჟიმში დასწრება, რომლის საფასურია 25 ევრო.
სამიტის სამუშაო ენებია: სერბული და ინგლისური
ინფორმაციას სამიტის შესახებ გაეცანით ბმულზე:
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საქართველოსა და სომხეთში სერბეთის კონსულს, ბატონ ზორან მარინკოვიჩს (Zoran Marinkovic) შემდეგ ელ.მისამართზე: srb.emb.armenia@mfa.rs embserbia.yerevan@gmail.com ან ტელეფონის ნომერზე: +374 60 380 116 ან +374 43 051 1686