04ოქტ,2018
საერთაშორისო კონფერენცია
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (KAAD) ორგანიზებით, 2018 წლის 4-5 ოქტომბერს ჩატარდება კონფერენცია თემაზე:პოლიტიკური, რელიგიური და საზოგადოებრივი კულტურის, პოსტსაბჭოთა გამოცდილება". კონფერენცია გაიმართება გერმანულ ენაზე, მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომები უნდა გააგზავნონ 30 ივნისის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: bakuradze@yahoo.com. კონფერენციიას ინტერდისციპლინარული ხასიათი აქვს, ამიტომ ნაშრომში ყურადღება მიექცევა საზოგადოების ტრანსფორმაციის განხილვას, პოლიტიკურ, რელიგიურ თუ კულტურულ ჭრილში. მომხსენებლისთვის გამოყოფილია 25 წუთი (20 წუთი მოხსენება, 5 წუთი კითხვა-პასუხი. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული აქტივობებიც.