22თებ,2022
საჯარო ლექცია - „როგორ ადამიანებს ეძებენ განვითარებული კომპანიები“
2 მარტს, საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ონლაინ საჯარო ლექცია - „როგორ ადამიანებს ეძებენ განვითარებული კომპანიები“ გაიმართება.
ლექციას გაუძღვება საბაუნის მოწვეული ლექტორი, ადამიანური პოტენციალის განვითარების სპეციალისტი, ორგანიზაციული ფსიქოლოგი და ქოუჩი, საკონსულტაციო სააგენტოს C.A.T.A. დამფუძნებელი - საბა ჩიხლაძე.
ლექცია ჩატარდება ელექტრონული პლატფორმის Google Hangouts Meet საშუალებით.
ლექციის ჩატარეის თარიღი: 2 მარტი
ლექაციის ჩატარების დრო: 19:00
საკითხების მოკლე აღწერა:
განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიები აცნობიერებენ, რომ განვითარება არის ცოცხალი, დინამუიური პროცესი და არა სტატიკური მოცემულობა. სწორედ ამიტომ ისინი სთავაზობენ ახალ გამოწვევებს როგორც არსებულ, ასევე პოტენციურ თანამშრომლებს. ასეთი კომპანიები ღიაა მხოლოდ კონკრეტული ადმაიანებისთვის, რომელთა მიმართაც არსებობს ძალიან კონკრეტული მოლოდინები. რას ნიშნავს განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია? რა პროცესები მიმდინარეობს ასეთ კომპანიაში? რა უნარებს ეძებენ და რას აფასებენ განვითარებული კომპანიები თავიანთ თანამშრომლებში? რას უნდა ელოდოთ ასეთ კომპანიებში მუშაობისას?