23აპრ,2024
საჯარო ლექცია - ,,შფოთვა და შფოთვითი აშლილობები ბავშვებსა და მოზარდებში"
ადგილი:კ. ქუთათელაძის #3 (სტუდენტური სივრცე)
დასაწყისი:17:00
საბაუნის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 23 აპრილს, 17:00 საათზე გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: ,,შფოთვა და შფოთვითი აშლილობები ბავშვებსა და მოზარდებში".
მომხსენებელი: ბესო ჭიღვარია, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ "გამმას" ფსიქოთერაპიული სამსახურის ხელმძღვანელი.
განსახილველი საკითხები:
- შფოთვა;
- შფოთვა ჩვილთა, ბავშვთა და მოზარდთა ასაკში;
- შფოთვითი აშლილობების მართვის ფსიქოთერაპიული მიდგომები კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიაში;
- ბავშვთა და მოზარდთა ასაკში შფოთვის მართვის პროცესში ოჯახის ჩართულობის მნიშვნელობა და როლი.
მისამართი: კ. ქუთათელაძის 3, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი (სტუდენტური სივრცე).