03ნოე,2023
საჯარო ლექცია თემაზე ,,საქართველოს ევროპული არჩევანი“
ადგილი:კ. ქუთათელაძის #3
დასაწყისი:14:00
3 ნოემბერს საქართველოში დიპლომატის დღე აღინიშნება, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის, როგორც ყველაზე ცნობილი ქართველი დიპლომატის საპატივცემულოდ დაარსდა.
აღნიშნული დღის აღსანიშნავად, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი გიწვევთ საჯარო ლექციაზე, საქართველოს ევროპული არჩევანის თემაზე, რომელსაც ჩაატარებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი მუჩაიძე.
ლექციაზე ყურადღება დაეთმობა საქართველოს სვლას ევროპულ გზაზე, რომელსაც საფუძველი სწორედ სულხან-საბა ორბელიანმა ჩაუყარა.
შეხვედრას მოდერაციას გაუწევს მარი ელიაძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი.
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს. შეხვედრის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
შეხვედრის დრო: 3 ნოემბერი, 14:00 საათი.
მისამართი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი. მე-4 სართული (სტუდენტური სივრცე) კალისტრატე ქუთათელაძის #3.