28მაი,2020
სამართალი, შექსპირი და ვენეცია
ადგილი:ZOOM
დასაწყისი:17:00
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA Tbilisi) სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან პარტნიორობით 2020 წლის 28 მაისს გთავაზობთ ონლაინ ლექციას - “სამართალი, შექსპირი და ვენეცია”.
ლექციის ფარგლებში განიხილება სამართალი და სასამართლო პროცესი მსოფლიო ლიტერატურისა და დრამატურგიის დიდებული წარმომადგენლის, უილიამ შექსპირის ნაწარმოებში - „ვენეციელი ვაჭარი“.
ონლაინ ლექციას გაუძღვება - დიმიტრი გეგენავა, სამართლის დოქტორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი და პრორექტორი.
ჩატარების დრო - 28 მაისი, 17:00 საათი
ონლაინ ლექციაზე დასწრების შესაძლებლობა აქვთ თბილისის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის ნებისმიერი კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
შეხვედრა გაიმართება ZOOM-ის საშუალებით.
ლექციაზე დასწრებისთვის, გთხოვთ, 27 მაისის 18:00 საათამდე შეავსოთ აპლიკაცია
გაითვალისწინეთ, რომ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
შერჩეულ აპლიკანტებთან დაკავშირება მოხდება მეილის საშუალებით!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ელ.ფოსტა: studyvisit.tbilisi@ge.elsa.org
ტელ.: (+995) 551 319 700
ანი კოპალიანი
დირექტორი საერთაშორისო სასწავლო ვიზიტების მიმართულებით
ელ.ფოსტა: seminarsconferences.tbilisi@ge.elsa.org
ტელ.: (+995) 598 403 047
ნუცა ყანჩაშვილი
ვიზე-პრეზიდენტი სემინარებისა და კონფერენციების სფეროში