07აპრ,2026
სპორტის ფსიქოლოგი საბაუნიში
ადგილი:კალისტრატე ქუთათელაძის 3
განთავსების თარიღი:06/04/2026
ოდესმე გიფიქრიათ, რატომ აგებენ პროფესიონალი ათლეტები გადამწყვეტ მომენტში, ან პირიქით როგორ ახერხებენ სასწაულებრივ დაბრუნებას?
თუ გსურს გაიგო, რა გავლენა აქვს ფსიქოლოგიას სპორტში და როგორ მოქმედებს მენტალური მდგომარეობა წარმატებაზე, შემოგვიერთდი ინტერაქციულ ვორქშოფზე:
მითები vs რეალობა: რა არის სინამდვილეში სპორტის ფსიქოლოგია?
შენი შინაგანი ხმა: როგორ დავამარცხოთ „კრიტიკოსი მე“ და გავაღვიძოთ „ჩემპიონი“?
სიტყვის ძალა: როგორ ცვლის განწყობა შედეგს.
სტრესის კონტროლი: ისწავლე წნეხის ქვეშ მუშაობა.
სპიკერი: ნიკა ბუთლიაშვილი - სპორტის ფსიქოლოგი, საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ აკადემიის ფსიქოლოგი.
7 აპრილი, 16:00 სთ, სტუდენტური სივრცე.
დასწრება თავისუფალია!
შეხვედრა ტარდება სტუდენტურ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით.
დარეგისტრირდი აქ: https://forms.gle/7nEXWC2mJFTD21SA9
გამარჯვება იწყება გონებით!