02მაი,2017
სტუდენტური კონფერენცია: რელიგია, კულტურა, ტოლერანტობა
2 მაისს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით საბაუნიში ტარდება სტუდენტური კონფერენცია თემაზე: რელიგია, კულტურა, ტოლერანტობა.
თეოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები წარმოადგენენ და განიხილავენ რელიგიური და ისტორიულ-კულტურული სფეროდან საინტერესო და აქტუალურ თემებს მათ შორის:
☑ ქორწინების რიტუალი საქართველოს მუსლიმ თემში,
☑ იოანეს გამოცხადების წიგნის ასახვა უილიამ ბლეიქთან,
☑ საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და საქართველოში რომის კათოლიკე ეკლესიის ურთიერთობის ზოგიერთი ასპექტი (1977-1997).