12მარ,2024
ტრენინგი - ონლაინ ტრეფიკინგი
ადგილი:კ. ქუთათელაძის #3 (აუდიტორია #405)
დასაწყისი:10:00
2024 წლის 12-14 მარტს, 10:00-დან 16:00 საათამდე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ტრეფიკინგის კვლევითი ცენტრისა და ნიდერლანდების სამეფოს ეროვნული პოლიციის თანამშრომლობის ფარგლებში იმართება 3 დღიანი ტრენინგი ონლაინ ტრეფიკინგის თაობაზე.
ტრენინგს გაუძღვება ნიდერლანდების სამეფოს ეროვნული პოლიციის ოპერაციების სპეციალისტი პროფ. იორნ ვან რი.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
- ტრეფიკინგისა და სექსუალური ექსპლუატაციის კონცეფციის შესახებ ზოგადი შესავალი;
- ტექნოლოგიის მაგალითები ინტერნეტში ტრეფიკინგის წინააღმდეგ საბრძოლველად;
- ნეტნოგრაფიული კვლევა და კიბერეთნოგრაფია;
- დაქირავება და ონლაინ ექსპლუატაცია;
- საქართველოს ონლაინ სექს ბაზრების გამოკვლევა;
- პოლიციის სტრატეგიები ციფრულ გარემოში - რეპრესია, ცნობიერება, რისკები, პრევენცია და სხვ.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატები.
ტრენინგის სამუშაო ენა არის ინგლისური.
ტრენიგში მონაწილეობის მიღება შეუძლია ტრეფიკინგის პრევენციის საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ სტუდენტსა თუ დაინტრესებულ პირს.
მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ ფორმა 2024 წლის 10 მარტამდე.
ადგილები შეზღუდულია.