12დეკ,2011
„ვეფხისტყაოსანი“ და დასავლურ-აღმოსავლური ლიტერატურა
ადგილი:გია აბესაძის N6
(პარალელები და გავლენები)
12 დეკემბერს 15:00 სთ.ზე №1 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი თემაზე: „ვეფხისტყაოსანი“ და დასავლურ-აღმოსავლური ლიტერატურა. სემინარზე ყურადღება გამახვილებული იქნება „ვეფხისტყაოსნის“ მსოფლიო ლიტერატურის შედევრებთან გადაკვეთის წერტილებზე, გავლენებზე და იმ თავისებურებებზე, რომლითაც შუასაუკუნეების ეს ქართული პოემა განსაკუთრებული და ყურადღება მისაქცევია. ასევე რუსთველოლოგიაში ცნობილი ე.წ. „მაჰმადიანური თეორიის“ საფუძვლებსა და მის უარსაყოფად წამოყენებული არგუმენტებზე იქნება მსჯელობა.
სემინარის მიზანს „ვეფხისტყაოსნის“ მსოფლიო კულტურულ და ლეტერატურულ კონტექსტში გააზრება წარმოადგენს.
ოქტაი ქაზუმოვი 2002 წლიდან თარგმნის ქართულიდან აზერბაიჯანულად, აზერბაიჯანულიდან ქართულად და თურქულიდან ქართულად ლექსებს, პოემებსა და მოთხრობებს. მისი თარგმანები შესულია სხვადასხვა კრებულში
2010 წელს ეთნიკურად ქართველებსა და აზერბაიჯანელებში სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და მოქალაქეობრივი შეგნების დამკვიდრებისთვის გადაცემა „იმედის გმირებში“ მასზე სიუჟეტი მომზადდა.