მარიამ კეკენაძე
ლუმსას უნივერსიტეტი (იტალია)
მარიამ კეკენაძე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია, რომელიც Erasmus + პროგრამით იტალიაში, ლუმსას უნივერსიტეტში სწავლობა 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს.
საბაუნიში სწავლის დაწყების დღიდან მსურდა, რომ მესარგებლა Erasmus + გაცვლითი პროგრამით. თავიდანვე გააზრებული მქონდა, რომ ეს ახალი გამოწვევა იქნებოდა ჩემთვის, ვინაიდან ევროპაში საქართველოსაგან განსხვავებული სწავლების მეთოდია. ასევე, უცხო ქვეყანაში ცხოვრებისას, მეგობრებისაგან და ოჯახის წევრებისაგან შორს, დამოუკიდებლად გიწევს გაუმკლავდე თითოეულ პრობლემას. პროგრამის განხორციელებამდე მქონდა მოლოდინი, რომ გავიცნობდი უფრო მეტ სტუდენტს სხვადასხვა ქვეყნიდან, გავხდებოდი მეტად დამოუკიდებელი და მივიღებდი დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას. საბედნიეროდ, ამ პროგრამამ თითოეული ამ მიზნის მიღწევის საშუალება მომცა.
ამ პროგრამის საშუალებით გავხდი უფრო მეტად თავდაჯერებული და დამოუკიდებელი. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუდენტებთან ურთიერთობის შესაძლებლობამ კი საშუალება მომცა გამეუმჯობესებინა ჩემი კომუნიკაციის უნარები. ასევე გამომიმუშავდა პრობლემების გადაჭრის და სიახლეებისადმი ადაპტაციის უნარ-ჩვევები.
მობილობის ფარგლებში გავიარე საკმაოდ საინტერესო და გამოსადეგი საგანი- პიროვნული უნარები: საჯარო გამოსვლა. აღნიშნული საგნის ფარგლებში, ყოველკვირეული პრაქტიკული დავალებების შესრულებით გავაუმჯობესე მეტყველებისა და საჯარო გამოსვლების უნარ-ჩვევები, რომლებიც ჩემი პროფესიის ადამიანისათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტია.
გარდა ამისა, მობილობის ფარგლებში ვისწავლე როგორ მოვძებნო გამოსავალი ნებისმიერი რთული სიტუაციიდან და გავუმკლავდე ჩემს წინაშე არსებულ გამოწვევებს ეფექტურად და დამოუკიდებლად.
ლუმსას უნივერსიტეტში გატარებული პერიოდი ჩემთვის მრავალფეროვანი და დაუვიწყარი იყო. რომში ცხოვრებისას მქონდა შესაძლებლობა მემოგზაურა იტალიის გარშემო, აღმომეჩინა იქაური კულტურა, მომენახულებინა მნიშნელოვანი ღირსშესანიშნაობები და დამეთვალიერებინა ხელოვნების საოცარი ნიმუშები. ეს ყველაფერი ჩემი იტალიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და ეს დღეები საოცრად მომენატრება.
ვფიქრობ, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერი სტუდენტისათვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. ამ პერიოდის განმავლობაში სტუდენტს აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში, გამოიმუშაოს მნიშვნელოვანი პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები. ასევე, მულტინაციონალური სტუდენტების გარემოცვაში შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანების გაცნობა, მეგობრების შეძენა და დაუვიწყარი მოგონებების შეგროვება.
დაასრულეთ წინადადება: რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, მე ....
ვერ ვიქნებოდი ასეთი მიზანდასახული, დამოუკიდებელი და დარწმუნებული საკუთარი შესაძლებლობებში, როგორც დღეს.