მონაწილეობის პირობები
გაცვლითი მობილობა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის გულისხმობს უცხოეთის უნივერსიტეტებში მოკლევადიან ვიზიტს, რომლის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 5 დღიდან 30 დღემდე.
გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეუძლია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, რომელიც აქტიურადაა ჩართული სასწავლო პროცესში, ფლობს უცხო ენას და შეუძლია უცხო ენაზე ლექციის წარმართვა.
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელსაც უნივერსიტეტში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, ფლობს უცხო ენას საკომუნიკაციო დონეზე.
კონკურსში მონაწილეობის პროცედურები განისაზღვრება შემდეგ ეტაპებად:
- რეგისტრაცია (საბუთების გადაგზავნა საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერთან);
- უცხო ენის ტესტი (მათთვის, ვისაც არ გააჩნია საერთაშორისო სერტიფიკატი ან ცნობა);
- შესარჩევ კომისიასთან გასაუბრება;
- პირველადი შედეგების (ნომინირება) გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტთან და მათ მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება;
- მობილობის ხელშეკრულების დადება აპლიკანტსა და მიმღებ უნივერსიტეტს (ფაკულტეტი ან დეპარტამენტი, სადაც ხორციელდება მობილობა) შორის;
- საბოლოო დოკუმენტაციის გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტში;