23იან,2023
სადოქტორო კვლევითი სემინარების დაცვა (2023)
24 და 27 იანვარს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლაში გაიმართება კვლევითი სემინარების დაცვა.
პროფესორ დიმიტრი გეგენავას კვლევითი სემინარი: სამართლის პრაქტიკული ფილოსოფია (24 იანვარი, 09:00 სთ., 313-ე აუდიტორია)
• ნინო მუხადგვერდელი, რთული შემთხვევების გადაწყვეტა სამართლებრივი რეალიზმის კონტექსტში
• მარიამ გაგოშიძე, რთული შემთხვევების გადაწყვეტის ჰარტისეული მეთოდი
• ირაკლი კარიჭაშვილი, სამოსამართლო თვითბოჭვის სტანდარტი რთული შემთხვევის გადაწყვეტისას
• სალომე წიკლაური, განაწილებითი სამართლიანობის მასშტაბი სოციალურ დავებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში
ასოც. პროფესორ პაატა ჯავახიშვილის სემინარი: საკონსტიტუციო სამართალწარმოება (24 იანვარი, 09:00 სთ., 313-ე აუდიტორია)
• ჯამლათ გვიდიანი, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე საკონსტიტუციო კონტროლის მზაობა საქართველოში
პროფესორ მარიამ ხოფერიას კვლევითი სემინარი: რომის კერძო სამართლის რეცეფცია (24 იანვარი, 17:00 სთ., 313-ე აუდიტორია)
• გიორგი ბერიძე, უზუფრუქტუარის მოთხოვნის უფლების ფარგლები ნივთის დაზიანებისას
• გიორგი ქათამაძე, იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მესაკუთრის უფლების დაცვა რომის და ქართულ სამართალში
ასოც. პროფესორ გიორგი მესხის სემინარი: თანამედროვე ინტელექტუალური საკუთრების სამართალი (24 იანვარი, 17:00 სთ., 313-ე აუდიტორია)
• თამთა ყენია, ვაქცინა, როგორც ინტელექტუალური საკუთრების სამართლით დაცული ობიექტი
• სალომე კობერიძე, სამართლებრივი დაცვის საშუალებათა კონკურენცია სასაქონლო ნიშნით უნებართვო სარგებლობისას
• ოლიკო კობახიძე, მუსიკალური ნაწარმოების ლიცენზირება აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში ჩართვის მიზნით
პროფესორ უშანგი ბახტაძის კვლევითი სემინარი: რიმინალიზაციის პროცესი (27 იანვარი, 17:00 სთ., 313-ე აუდიტორია)
• ანა მეტრეველი, პირდაპირი პატერნალიზმი და სახელმწიფოს იძულების გამამართლებელი ფაქტორები
• ჯაბა კოჭლამაზაშვილი, შეუტყობინებლობის კრიმინალიზაცია, როგორც არდასჯის უფლების ხელყოფა
• ლევან წაქაძე, კრიმინალიზაციის პროცესი და ნორმის ეკონომიკური ანალიზი