
07ივლ,2021
საერთაშორისო კონფერენცია კომუნიზმის ტრავმა
2021 წლის 29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით საბაუნის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ნოტრ დამის უნივერსიტეტის (აშშ) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში „კომუნიზმის ტრავმა“, რომელშიც მონაწილეობდნენ კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობის წევრი უნივერსიტეტები პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ხორვატიიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან და უკრაინიდან.
სამ-დღიანი კონფერენციების დღის წესრიგის მიხედვით, პირველი ნაწილი ეთმობოდა ე.წ „Key Note“, სადაც კომუნისტურ რეჟიმ გამოვლილი ადამიანები საუბრობდნენ თავიანთ გამოცდილებაზე. პირველ დღეს საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა, უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, მიროსლავ მარინოვიჩმა, რომელიც აღიზარდა კომუნისტურ უკრაინაში. ახალგაზრდობაში იგი ხდება ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტი, ჟურნალისტი, რელიგიის მკვლევარი და უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი. მისი აქტიურობის გამო, მას მოუწია 7 წლით ციმბირში გადასახლება შრომით ბანაკში და სამ წლიანი შიდა პატიმრობა ყაზახეთში. მეორე დღის Key Note ის მიმართვაში პრაღის ჩარლის უნივერსიტეტის რელიგიის სოციოლოგიის პროფესორმა, მეუფე ტომაშ ჰალიკმა კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა სასულიერო პირის გამოცდილება, რომელსაც მოუწია შუაგულ ევროპაში, კომუნისტურ რეჟიმში ცხოვრება და მომსწრეა 1968 წლის პრაღის გაზაფხულის, ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის, „მფრინავი უნივერსიტეტის“ და1989 წლის ხავერდის რევოლუციის. იგი ასევე მოესწრო ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმიდან დემოკრატიამდე გადასვლის რთულ გზას. კონფერენციის დასკვნით ნაწილში ნანოვიკის ინსტიტუტის ყოფილმა დირექტორმა და კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობის დამფუძნებელმა, ჯონ მაკადამსმა ისაუბრა კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობის მიზანზე.
კონფერენციის პანელების ნაწილში პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მდგომარეობაზე, გამოცდილებასა და კომუნიზმის მძიმე დაღზე ისაუბრეს ექვსივე ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა. ცალკე პანელი იყო დათმობილი სტუდენტური პროექტის, „რწმენა და თავისუფლება“ კვლევების შედეგების გაცნობისთვის, სადაც სტუდენტებმა, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინეს კვლევის ერთგვარი ანგარიში, რომელიც ძირითადად დამკვიდრებული იყო უშუალო თვითმხილველებთან ინტერვიუებსა და მათ შთაბეჭდილებაზე.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ: რექტორი, პროფ. ვაჟა ვარდიძე, თეოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, გურამ ლურსმანაშვილი და თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, ტარიელ ლელუაშვილი.
კონფერენცია „კომუნიზმის ტრავმა“ გაიმართა კვლევითი პროექტის „რწმენა და თავისუფლება“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ნოტრ დამის უნივერსიტეტის (აშშ), ნანოვიკის ევროპათმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ. პროექტის მიზანია მორწმუნე ადამიანების, განსაკუთრებით კათოლიკე ეკლესიის როლის გამოკვლევა და წინა პლანზე წამოწევა, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკური, პოლიტიკური თუ რელიგიური თავისუფლების განვითარებაში 1989 წლის შემდეგ. პროექტში ჩართულები არიან კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობის წევრი უნივერსიტეტები: ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი), პეტერ-პაზმანის კათოლიკური უნივერსიტეტი (უნგრეთი), ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტი (ხორვატია), რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტი (სლოვაკეთი) და უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტი (უკრაინა).
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ნოტრ დამის უნივერსიტეტთან, როგორც ერთობლივი კვლევითი პროექტების, კონფერენციების, ასევე პერსონალის გაცვლითი პროგრამების მიმართულებით. ამ პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე წლის 20-21 ოქტომბერს, სულხან-საბა ორბელიანი უნივერსიტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას „უნივერსიტეტები ახალი გამოწვევების პირისპირ“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ამერიკელი და ევროპელი კოლეგები.
კონფერენცია „კომუნიზმის ტრავმა“ დღის წესრიგი
გალერეა








