
02აპრ,2025
საზაფხულო სკოლა „Practicing Resilience - Preparing for Recovery“
ცხადდება საბუთების მიღება საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. საზაფხულო სკოლის თემაა „გამძლეობისს ვარჯიშები - მზადება აღდგენისთვის“, რომელსაც უმასპინძლებს ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტი ქალაქ დუბროვნიკში მიმდინარე წლის 10-20 ივლისს. საზაფხულო სკოლის თემები მიემართება ომის შემდგომ აღდგენას და ითვალისწინებს რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელების მხარდაჭერას. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს.
საზაფხულო სკოლის დაფუძნების იდეა წარმოიშვა უკრაინაში რუსეთის მიერ ფართო მაშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობის უნივერსიტეტებში, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად. შესაბამისად, საზაფხულო სკოლაში 50% მონაწილე იქნება უკრაინელი.
საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ, ნანოვიკის ევროპათმცოდნეობის ინსტიტუტის, უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტისა და კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობის დიდი მხარდაჭერით.
პროგრამა საკმაოდ დატვირთულია და შედგება ლექციებით (24 საათი), სემინარები (7 საათი), capstone პროექტი (6.5 საათი), 13 საათზე მეტი კულტურული აქტივობები, რომლებიც მიმართავს გამძლეობას და იმედს კონკრეტული პერსპექტივიდან. პროგრამა ასევე ითვალისწინებს სამუშაო დროს, 40 საათზე მეტი საკითხავი მასალა.
საზაფხულო სკოლის პროგრამა საგანმანათლებლო ასპექტებთან ერთად მოიცავს სულიერ, სოციალურ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებსაც. სპეციფიკურობიდან გამომდინარე, პროგრამა ითვალისწინებს ყოველდღიურ მონაწილეობას სხვადასხვა რელიგიური ხასიათის აქტივობებში (წმინდა წირვა, ლოცვა).
2025 წლის საზაფხულო სკოლის ფარგლებში მსჯელობა იქნება შემდეგი კითხვების ირგვლივ:
არსებობს თუ არა უნივერსალური მიდგომები საზოგადოებრივი ცხოვრების მშვიდ მდგომარეობაში დაბრუნებასთან დაკავშირებით? რა თავისებურებები ახასიათებს გარდამავალ პერიოდს და როგორ მივაღწიოთ სოციალური განვითარების მდგრადობას ომის შემდგომ პერიოდში? რისკენ უნდა ვისწრაფოდეთ: აღდგენისკენ თუ ტრანსფორმაციისკენ? რა შეიძლება ვისწავლოთ ომის შემდგომი რეკონსტრუქციის წარმატებული და წარუმატებელი მაგალითებიდან სხვადასხვა ქვეყანაში? ომისშემდგომი აღდგენის კონტექსტში, ასევე განიხილება ომის შემდგომი აღდგენის მაგალითები მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის ხორვატიისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ისტორია, ტრავმაზე რეაგირების ასპექტები და ახალი წამოწყების შესაძლო გზები სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტში.
საზაფხულო სკოლის ორგანიზატორები ფარავენ კვების და საცოხვრებელის ხარჯებს, აპლიკანტი თავად ფარავს მგზავრობის ხარჯებს.
შერჩევის კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება
- მოტივაცია
ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა მინიმუმ B2 დონეზე.
შენიშვნა: თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს, რომელსაც არ აქვს მონაწილეობა მიღებული არც ერთ საგრანტო პროექტში.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- აკადემიური მოსწრების ბარათი (ქართულად)
- პასპორტის ასლი
- მოტივაცია (ინგლისურად დაახლოებით 200 სიტყვა)
დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ.ფოსტაზე (ir@sabauni.edu.ge) არაუგვიანეს 7 აპრილისა.
მნიშვნელოვანი ვადები:
7 აპრილი - რეგისტრაცია
კომისია კანდიდატებს შეარჩევს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და აცნობებს კანდიდატებს არაუგვიანებს 9 აპრილისა.
დამატებით კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge
გალერეა
