03ივლ,2026
აკადემიური კონკურსის შედეგები
2026 წლის 29 მაისის №75-26 ბრძანებით გამოცხადებული აკადემიური თანამდებობების დასაკავებელი ღია კონკურსის ფარგლებში, კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად 2026 წლის 1 ივლისის №85-26 ბრძანებით შექმნილმა დროებითმა საკონკურსო კომისიამ 2026 წლის 2 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №1-26) კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია განიხილა.
კომისიამ აკადემიური ნიშნით კონკურსის შედეგები შეაჯამა და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:
- სანდრო-გიორგი სარუხანიშვილი არჩეულ იქნა ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე დიდი მონაცემების, საბანკო და საფინანსო სამართლის მიმართულებით, აფილირების პირობით;
- ნანი მანველიშვილი არჩეულ იქნა ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის მიმართულებით, აფილირების პირობით.