03მარ,2026
აკადემიური პერსონალის მობილობა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროფესორი, ვაჟა ვარდიძე Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამით ჩეხეთში, პალაცკის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ერთი კვირის განმავლობაში პროფესორმა ვაჟა ვარდიძემ ლექციები ჩაატარა ჩეხი სტუდენტებისათვის და მონაწილეობა მიიღო სადოქტორო ნაშრომის დაცვის ღონისძიებაში, როგორც მოწვეულმა კომისიის წევრმა.
მან ასევე მონაწილეობა მიიღო კათოლიკე თეოლოგების ევროპული საზოგადოების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „ დიალოგი და შერიგება“, რომელიც ოლომოუცის უნივერსიტეტში გაიმართა მიმდინარე წლის 12 თებერვალს და რომელშიც მონაწილეობდნენ თეოლოგები სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტიდან.
ვაჟა ვარდიძეს მობილობა 2026 წლის 9-13 თებერვალს განხორციელდა Erasmus+ მხარდაჭერით.