27აგვ,2022
მედიცინის ფაკულტეტი AMEE კონფერენციაზე
27-31 აგვისტოს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაცია, დაესწრო AMEE An international Associacion for Medical Education-ს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე - Refining Health and Medical Education Together, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ლიონში გაიმართა.
კონფერენციაზე მოიცავდა სემინარებს, სიმპოზიუმებსა და ვორქშოპებს. ჰიბრიდულ კონფერენციას ჯამში 3 500 დელეგატი ესწრებოდა (მათ შორის, 2500 ფიზიკური დასწრებით, ხოლო 1000
დისტანციურად).
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის წარმომადგენლები მიწვეულები იყვნენ AMEE პრეზიდენტის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე.