05მარ,2026
ბადენ ვიურთემბერგის სტიპენდია სტუდენტებისთვის გერმანიაში
ცხადდება ღია კონკურსი ბადენ ვიურთემბერგის სტიპენდიის მოსაპოვებლად, რომელიც განკუთვნილია საბაუნის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის. სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტებს საშუალება ექნებათ ისწავლონ ერთი სემესტრი საბაუნის პარტნიორ უნივერსიტეტში, ფრაიბურგის კათოლიკურ უნივერსიტეტში. მობილობა განხორციელდება 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრზე.
დაფინანსება: გრანტის მფლობელი მიიღებს 900 ევროს ყოველთვიურ სტიპენდიას.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ელფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge არაუგვიანეს 2026 წლის 16 მარტისა.
საჭირო დოკუმენტიაცია:
- სააპლიკაციო ფორმა (ჩამოტვირთეთ აქედან)
- სამოტივაციო წერილი
- CV (რეზიუმე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ან გერმანული ენების ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ეტაპები:
საბაუნის შესარჩევი კომისიის მიერ შერჩეული აპლიკანტების მონაცემები გადაიგზავნება პარტნიორ გერმანულ უნივერსიტეტში, რომელიც თავის მხრივ შეეხმიანება სტუდენტებს და ჩართავს კონკურსში.
შიდა შერჩევის კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება (30%)
- ინგლისური / გერმანული ენის ცოდნა (40%)
- მოტივაცია (30%)
მნიშვნელოვანი ვადები:
- 2026 წლის 16 მარტი - საბუთების გადმოგზავნა
- შესარჩევ კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 18 ან 19 მარტს. ზუსტი თარიღი აპლიკანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით საბუთების მიღების შემდეგ.
- ინგლისურ ენაზე შემოთავაზებული საგნები და დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ (pdf)
პროექტის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: https://www.bw-stipendium.de/en/scholarships/bws-for-university-students
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში ელ.ფოსტა: ir@sabauni.edu.ge
ტელ.: +995 32 242 22 42/115