13ნოე,2023
ჩრდილო ვესტფალიის უნივერსიტეტის დელეგაცია საბაუნიში
მიმდინარე წლის 13 ნოემბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს ჩრდილო ვესტფალიის კათოლიკური უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის წარმომადგენლები სტუმრობდნენ, რომლებიც შეხვდნენ საბაუნის მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორებს და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერს.
შეხვედრაზე კოლეგებმა ვრცლად ისაუბრეს საერთო მიზნებზე და თანამშრომლობის გზებზე. განიხილეს იდეები ერთობლივი პროექტების შესახებ და დაისახეს სამომავლო გეგმები.
შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს მედიცინის ფაკულტეტის სიმულაციის კაბინეტები და ლაბორატორიები.