02ივლ,2026
ცხადდება ტატიების მიღება კრებულისთვის - At the Edge of Uncertainty: Georgian Reflections on Hope and Horizons
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, Palgrave Macmillan-თან თანამშრომლობით, აცხადებს სტატიების მიღებას კრებულისთვის „At the Edge of Uncertainty: Georgian Reflections on Hope and Horizons“. კრებული გამოიცემა სერიით Palgrave Advances in Possibility Studies.
მოცემული კრებული მიზნად ისახავს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების პერსპექტივიდან ქართული გამოცდილების რეფლექსიასა და ანალიზს. ვიწვევთ დაინტერესებულ მკვლევარებს, მეცნიერებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, გადმოგზავნონ ნაშრომები შემდეგი ძირითადი თემატური მიმართულებებისთვის: ფემინისტური ფუტურიზმი (Feminist Futurism), პერიფერიული ფუტურიზმები (Peripheral Futurisms) და ტექნოლოგიური წარმოსახვები ( techno‑imaginaries).
აუცილებელი პირობაა წარმოდგენილი კვლევები განიხილავდეს ქართულ კონტექსტს, სტატიის ოპტიმალური მოცულობა 3500-დან 6000 სიტყვა ინგლისურ ენაზე , გაფორმებისთვის ისარგებლეთ APA სტილით. დაინტერესებულმა პირებმა მზა სტატიები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე hopeconference@sabauni.edu.ge 2026 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით.