02ოქტ,2020
ეკლესიის სოციალური სწავლება საქართველოში
2020 წლის 2-3 ოქტომბერს ეკლესიის სოციალური სწავლების ცენტრის ორგანიზებით, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი „ეკლესიის სოციალური სწავლება საქართველოში “, რომელსაც უძღვებოდა გერმანელი ტრენერი, პროფ. ლარს შეფერსი.
ტრენინგის პირველი დღე დაეთმო შესავალ ლექციებს, რომლებიც წაიკითხეს საბაუნის რექტორმა, პროფ. ვაჟა ვარდიძემ (ღმერთის ჩანაფიქრი კაცობრიობის მიმართ „სიყვარულის საიდუმლო), საბაუნის დამფუძნებელმა მეუფე ჯუზეპე პაზოტომ (ბიბლიისეული ხედვა ადამიანზე) და ტრენინგის მთავარმა ტრენერმა პროფ. შეფერსმა (რა არის ეკლესიის სოციალური სწავლება?) . ტრენინგის მეორე დღე მთლიანად დაეთმო პროფ. შეფერსის მოხსენებებს თემებზე: „ქრისტიანული რწმენა და სოციალური სამართლიანობა“ და „მედია და საზოგადოების კეთილდღეობა სოციალურ სწავლებაში“. ლექციების დასრულების შემდეგ მონაწილეების მუშაობდნენ ჯგუფებში და წარმოადგენდნენ პრეზენტაციებს.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ეკლესიის სოციალური სწავლების არსზე, რომელიც განკუთვნილია საზოგადოების ფართო მასებისთვის, განსაკუთრებით პედაგოგების, კატეხისტებისა და სოციალურ ორგანიზაციებში დასაქმებულთათვის, რომლებიც აქ მიღებულ განათლებას განავრცობენ საზოგადოებაში.
2-3 ოქტომბრის შეხვედრა ეკლესიის სოციალური სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგების ციკლის პირველი შეხვედრაა და საფუძვლად დაედება მიმდინარე წელს დაგეგმილ სხვა ტრენინგებს.