
14ოქტ,2025
Erasmus+ მობილობა აკადემიური პერსონალისათვის
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პერსონალის მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი განკუთვნილია საბაუნის აფილირებული პერსონალისათვის, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას და აქვთ სურვილი ლექციები ჩაატარონ ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში.
პროგრამა ითვალისწინებს მგზავრობისა და ყოველდღიურ ხარჯებს.
აკადემიური პერსონალის მობილობა ეს არის მოკლე ვადიანი ვიზიტი მასპინძელ უნივერსიტეტში (5 სამუშაო დღე და 2 დღე მგზავრობის), სადაც პერსონალი მიმღებ უნივერსიტეტში ატარებს ლექციებს, საჯარო ლექციას ან სხვა აკადემიურ ღონისძიებას (ჯამში 8 აკადემიური საათი).
2024-2025 აკადემიური წლის მანძილზე საბაუნის აკადემიურ პერსონალს საშუალება აქვს ისარგებლონ Erasmus+ ICM Teaching Mobility - ს პროგრამით შემდეგ პარტნიორ უნივერსიტეტებში.
უნივერსიტეტი | ქვეყანა | ყოველდღიური გრანტი | მიმართულება | დოკუმენტი | ინფორმაცია ვრცლად |
ევრო დღიურად | |||||
კადისის უნივერსიტეტი | ესპანეთი | 170 ევრო X 7 | სამართალი | მობილობის ხელშეკრულება | ინფორმაცია შემოთავაზებული მიმართულებების შესახებ |
ხშირად დასმული კითხვები | |||||
ვალიადოლიდის უნივერსიტეტი* | ესპანეთი | 160 ევრო X 7 | სამართალი, ბიზნესი | რეგისტრაცია | https://uvamobplus2.uva.es/publico/courses |
პეტერ პაზმანის კათოლიკური უნივერსიტეტი | უნგრეთი | სამართალი, ჰუმანიტარული**, სოციალურ მეცნიერებათა | მობილობის ხელშეკრულება (Law) | ||
140 ევრო X 7 | მობილობის ხელშეკრულება (Hum) | ||||
კვიპროსის ღია უნივერსიტეტი | კვიპროსი | 160 ევრო X 7 | სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესი, მენეჯმენტი | მობილობის ხელშეკრულება | https://www.ouc.ac.cy/index.php/en/studies |
პალაცკის უნივერსიტეტი ოლომოუცში | ჩეხეთი | 140 ევრო X 7 | თეოლოგია, ჰუმანიტარული მეცნიერებები | მობილობის ხელშეკრულება | |
ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი | პოლონეთი | 140 ევრო X 7 | სამართალი, თეოლოგია | მობილობის ხელშეკრულება |
ვალიადოლიდის უნივერსიტეტში აპლიკანტები რეგისტრირდებიან ესპანური უნივერსიტეტის პორტალზე და რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ხდება შეფასება/შერჩევა.
შესაძლებელია მონაწილეობა მიიღონ მოწვეულმა პერსონალმაც
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- CV
- პუბლიკაციების ჩამონათვალი
- მობილობის ხელშეკრულება (ჩამოტვირთეთ ცხრილიდან, შეავსეთ მხოლოდ გაყვითლებული გრაფები)
- ინგლისური ენის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე ლექციების ჩატარების, კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილებაც საკმარისია)
დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge არაუგვიანეს 2025 წლის 27 ოქტომბრისა
საბუთების მიღების შემდეგ, შესარჩევი კომისიის მიერ განაცხადების გადარჩევა/შეფასების შემდეგ, მიმღებ უნივერსიტეტთან კონსულტაციის საფუძველზე დაეგზავნებათ შერჩეულ კანდიდატებს საბოლოო პასუხები.
მნიშვნელოვანი ვადები:
- 27 ოქტომბერი - განაცხადების მიღება;
- 28 ოქტომბერი - შესარჩევი კომისიის მიერ კანდიდატების შერჩევა;
- ნოემბერი - მიმღებ უნივერსიტეტთან კომუნიკაციის საფუძველზე, შერჩეული კანდიდატების ინფორმირება.
შეფასების კრიტერიუმები:
- უცხო ენაზე ლექციის ჩატარების უნარი;
- აკადემიური საქმიანობა უნივერსიტეტში (თუ რამდენად აქტიურადაა ჩართული საუნივერსიტეტო საქმიანობაში)
- რელევანტურობა გამოცხადებულ მობილობის მიმართულებასთან;
- მობილობის მოსალოდნელი შედეგები.
თანაბარი შეფასების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება პირს რომელსაც არ აქვს Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილება.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: ir@sabauni.edu.ge ; 577 34 77 13