02ივლ,2026
Erasmus+ აკადემიური მობილობა პოლონეთში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორმა შორენა გოგიაშვილმა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში აკადემიური მობილობა განახორციელა Maria Curie-Skłodowska University-ში (UMCS, ლუბლინი, პოლონეთი), სადაც 2026 წლის 25–29 მაისს ჩაატარა ლექციებისა და პრაქტიკული სესიების ციკლი ხელოვნური ინტელექტის, პერსონალიზებული სწავლებისა და ენის შეფასების თანამედროვე მიდგომების შესახებ.
მობილობის ფარგლებში გაიმართა შემდეგი თემატური სესიები:
• Personalized Learning Paths with AI
• AI for Language Practice, Personalized Learning and Assessment
• AI for Language Practice and Assessment
ვიზიტი მნიშვნელოვანი პროფესიული და აკადემიური გამოცდილება იყო, რომელმაც ხელი შეუწყო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას საერთაშორისო აკადემიურ გარემოში, ახალი პროფესიული კავშირების დამყარებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განვითარებას.
Erasmus+ პროგრამა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო აკადემიური მობილობის მნიშვნელობას ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, ასევე უნივერსიტეტებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით.