18მარ,2026
Erasmus+ გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ სტუდენტების საერთაშორისო კრედიტების მობილობის (ICM) პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საბაუნის აქტიური სტატუსის მქონე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს, რომელთაც არ გააჩნიათ ფინანსური დავალიანება და რომელთა მინიმალური GPA 2 და მეტია.
კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
- პირველი სემესტრის სტუდენტებს;
- დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებს (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტთან შეათანხმებენ და მობილობის დასრულების შემდეგ მზად იქნება სემესტრის დასამატებლად);
- ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებს;
Erasmus+ ICM პროგრამა, ეს არის გაცვლითი პროგრამა, რომელიც ფარავს მგზავრობის ხარჯებს და ასევე ითვალისწინებს ყოველთვიურ სტიპენდიას (მგზავრობის ხარჯები და სტიპენდიის ოდენობა დამოკიდებულა ქვეყანაზე, სადაც მდებარეობს მიმღები უნივერსიტეტი). დეტალები იხილეთ ბმულზე.
Erasmus+ პროგრამა არ ფარავს ვიზის მოსაკრებელსა და დაზღვევის ხარჯებს.
2026-2027 სასწავლო წელს, საბაუნის სტუდენტებს საშუალება აქვთ ისწავლონ შემდეგ პარტნიორ უნივერსიტეტებში
|
უნივერსიტეტი |
ქვეყანა |
საფეხური |
სტიპენდია |
მიმართულება |
სასწავლო კურსები
|
|
ვალენსიის კათოლიკური უნივერსიტეტი
|
ესპანეთი |
BA |
850 ევრო თვეში |
ფსიქოლოგია |
https://www.ucv.es/international/exchange-student-at-ucv/our-courses |
|
ჩეხეთი |
MA |
800 ევრო თვეში |
სამართალი |
https://erasmus.law.muni.cz/content/en/exchange-students/courses-in-foreign-languages/ |
|
|
|
|
|
|
|
|
შესაძლებელია დამატებითი გრანტის მოპოვება (თვეში 250 ევრო) იმ სტუდნეტებისთვის რომლებიც მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველ ან ნაკლები შესაძლებლობების მქონე სტუდენტთა ჯგუფს (მრავალშვილიანი ოჯახი, საზღვირსპირა რეგიონი, ოკუპირებული რეგიონი, იძულებით გადაადგილებული, მარტოხელა მშობელი და მსგავსი).
დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ არაუგვიანეს 14 აპრილისა, საბაუნის ელ-ფოსტიდან საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ-ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge . მეილის სათაურში მიუთითეთ: Erasmus+ ICM (ის უნივერსიტეტი, სადაც აკეთებთ განაცხადს).
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- აკადემიური მოსწრების ბარათი;
- უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი B2 (TOEFEL, IELTS), ასეთის არსებობის შემთხვევაში; (არ არსებობის შემთხვევაში, სტუდენტები ტესტირებას გაივლიან უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრში)
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
- CV Euro pass ფორმატში;
- რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/საბაუნის პროფესორისაგან (ქართულ ან ინგლისურ ენაზე)
შენიშვნა 1: პარტნიორი უნივერსიტეტის/ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა მოთხონილი იქნეს დამატებითი დოკუმენტები.
შენიშვნა 2: იმისათვის რომ მობილობის სემესტრში მიღებული კრედიტების აღიარება მოხდეს, სტუდენტმა უნდა გაიაროს საბაუნიში ადმინისტრაციული რეგისტრაცია უცხოეთში წასვლამდე (სწავლის სემესტრის საფასურის გადახდა).
შერჩევის კრიტერიუმებია:
- აკადემიური მოსწრება - 30%
- ინგლისური ენა - 40%
- მოტივაცია - 30%
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ასევე, სტუდენტს, რომელსაც არ აქვს ერასმუს+ პროგრამაში მონაწილეობა მიღებული.
მნიშვნელოვანი ვადები:
- 7 აპრილი, 11:00 საათი - ტესტირება ინგლისურ ენაში, მათთვის ვისაც არ აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი (ტესტირების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე მიმდინარე წლის 6 აპრილისა);
- 14 აპრილი - საბუთების მიღება;
- 15 აპრილი, 11:00 საათი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან და კანდიდატების შერჩევა (310-ე ოთახი)
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge, ან მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში, ოთახი 408.
საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით ჩატარდება 1 აპრილს, 14:00 საათზე, სტუდენტურ სივრცეში.