გაცვლითი პროგრამა KA171 ICM
Erasmus + KA171 ICM საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility), არის მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამა სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის პარტნიორ უნივერსიტეტებში. პროგრამა სრულად აფინანსებს მგზავრობისა და უცხოეთში ცხოვრების ხარჯს.
სტუდენტს შეუძლია ისწავლოს უცხოურ უნივერსიტეტში ერთი სემესტრის (5 თვის) განმავლობაში. მობილობის დაწყებამდე იგი, გამგზავნი უნივერსიტეტი და მიმღები უნივერსიტეტი დებს ხელშეკრულებას, სადაც მითითებულია ინფორმაცია იმ კრედიტების შესახებ, რომელთაც სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში გაივლის, ხოლო მობილობის წარმატებით დასრულების შემდეგ კი გამგზავნი უნივერსიტეტი – აღიარებს.
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის მობილობის პერიოდი განისაზღვრება 5 სამუშაო დღით (+ მგზავრობის 2 დღე).
სტიპენდიის რაოდენობა პროგრამის ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია.
სტუდენტებისთვის
900 ევრო თვეში | დანია, ფინეთი, ისლანდია, ირლანდია, ლუქსემბურგი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია |
850 ევრო თვეში | ავსტრია, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი, კვიპროსი, ჰოლანდია, მალტა, პორტუგალია |
800 ევრო თვეში | ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, მაკედონია, თურქეთი |
პერსონალისთვის
180 ევრო დღეში | დანია, ფინეთი, ისლანდია, ირლანდია, ლუქსემბურგი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია |
160 ევრო დღეში | ავსტრია, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი, კვიპროსი, ჰოლანდია, მალტა, პორტუგალია |
140 ევრო დღეში | ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, მაკედონია, თურქეთი |
მგზავრობის ხარჯები განსხვავებულია მიმღების უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის მიხედვით და გამოითვლება მანძილის კალკულატორით
მანძილი |
სტანდარტული მგზავრობის ტიპი |
ეკოლოგიური ტრასნპორტით მგზავრობა |
10 კმ-დან 99 კმ-მდე |
23 ევრო |
|
100 კმ-დან 499 კმ-მდე |
180 ევრო |
210 ევრო |
500 კმ-დან 1 999 კმ-მდე |
275 ევრო |
320 ევრო |
2 000 კმ-დან 2 999 კმ-მდე |
360 ევრო |
410 ევრო |
3 000 კმ-დან 3 999 კმ-მდე |
530 ევრო |
610 ევრო |
4 000 კმ-დან 7 999 კმ-მდე |
820 ევრო |
|
8 000 კმ და მეტი |
1500 ევრო |