24ივლ,2023
Erasmus+ მობილობა სადოქტორო სკოლის სტუდენტებისთვის ვალიადოლიდის უნივერსიტეტში
ცხადდება Erasmus+ მობილობა სადოქტორო სკოლის სტუდენტებისთვის შემდეგი აკადემიური წლისთვის. პროგრამის ფარგლებში დოქტორანტები ერთი სემესტრის მანძილზე ვალიადოლიდის უნივერსიტეტის (ესპანეთი) სხვადასხვა (პროფილის შესაბამის) სტრუქტურულ ერთეულებში იმუშავებენ, როგორც მკვლევრები. მობილობა განხორციელდება სტუდენტების სტაჟირების პროგრამის ფარგლებში 2023-2024 აკადემიური წლის მანძილზე (შემოდგომის ან გაზაფხულის სემესტრზე).
თვიური სტიპენდია: 850 ევრო
მგზავრობის ხარჯებს ფარავს მიმღები უნივერსიტეტი
სხვადასხვა სოციალური თუ ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის პროგრამა ითვალისწინებს დამატებით, 250 ევროს. დამატებითი ხარჯი გაიცემა, თუ სტუდენტი:
- არის სპეციალური საჭიროების მქონე;
- არის მრავალშვილიანი ოჯახიდან;
- არის ტერორიზმის და გენდერული ძალადობის მსხვერპლი, ობოლი;
- არის სოციალურად დაუცველი;
- აქვს შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობები (33% ან მეტი);
- არის უკრაინიდან.
დამატებით ხარჯების მისაღებად, აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია ავტორიზებული ორგანოებიდან.
ვალიადოლიდის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტს სამგზავრო და ჯანმრთელობის დაზღვევით (250 ევროს ფარგლებში) და ასევე, საჭიროების შემთხვევაში ვიზის მოსაკრებლით (30 ევრო).
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:
- საბაუნის სადოქტორო პროგრამის სტუდენტს (გარდა დამამთავრებელი სემესტრისა);
- სტუდენტს, რომელსაც ამავე საფეხურზე მონაწილეობა აქვს მიღებული Erasmus+ პროგრამაში 7 თვეზე მეტი ხნის ვადით;
- უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი მშობლიურ უნივერსიტეტში კონკურსში მონაწილეობის და ასევე მობილობის პერიოდში;
- არ უნდა ჰქონდეს ფინანსური დავალიანება უნივერსიტეტში.
საბუთების მიღება მიმდინარეობს ონლაინ პლატფორმის მეშვეობით 2023 წლის 15 სექტემბრამდე (23:59 ესპანური დროით).
საჭირო დოკუმენტაცია:
- პასპორტი;
- CV Europass ფორმატში;
- რეკომენდაციის წერილი;
- ნიშნების ფურცელი (უნივერსიტეტის ბეჭდით);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (არქონის შემთხვევაში, მიაკითხეთ საბაუნის უცხო ენების ცენტრს, რომელიც ტესტირების საფუძველზე გასცემს შესაბამის დოკუმენტს);
- მობილობის დოკუმენტი (სამუშაო/კვლევითი გეგმა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში ყოფნის განმავლობაში), ხელმოწერილი მასპინძელი უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ (აკადემიური ხელმძღვანელი, ერასმუსის კოორდინატორი);
- სამოტივაციო წერილი;
- სპეციალური საჭიროებების შემთხვევაში, ავტორიზებული ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტაცია;
- ვალდებულების დოკუმენტი საგადასახადო და ეროვნული სადაზღვევო ვალდებულების შესრულების დოკუმენტი გრანტთან მიმართებაში (ხელმისაწვდომია პლატფორმაზე).
შენიშვნა: ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე
არასრულად გაგზავნილი დოკუმენტაცია არ განიხილება შერჩევის დროს.
მიმღები სტრუქტურული ერთეულები პროფილების მიხედვით იხილეთ აქ.
აღნიშნულ ბმულზე ნახავთ ინფორმაციას სტრუქტურული ერთეულების, მიმართულებების და ასევე ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაციას. აპლიკანტს შეუძლია პირდაპირ დაუკავშირდეს ვალიადოლიდის უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს კვლევის თემასთან დაკავშირებით.
შერჩევის კრიტერიუმები და პროცედურები:
შერჩევა მიმდინარეობს სამ ეტაპად:
პირველი ეტაპი: წარდგენილი დოკუმენტების გადამოწმება
მეორე ეტაპი: მასპინძელი უნივერსიტეტისა და გამგზავნი უნივერსიტეტის მიერ აპლიკანტების შეფასება
კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება 60%
- მოტივაცია 20%
- განაცხადის რელევანტურობა 20%
მესამე ეტაპი: მასპინძელი უნივერსიტეტის შესარჩევი კომისიის მიერ აპლიკანტების საბოლოო შერჩევა
უცხო ენის ცოდნა სავალდებულოა, თუმცა არ არის შერჩევის კრიტერიუმი.
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიეცემა სპეციალური საჭიროების ან სოციალურად დაუცველ სტუდენტს.
საბოლოო პასუხი აპლიკანტებს ეცნობებათ ელ. ფოსტის საშუალებით.
ინფორმაცია გამოცხადებული კონკურსის და მობილობასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ იხილეთ ვრცლად შემდეგ ბმულზე.
სტუდენტების გამოცდილება შეგიძლიათ იხილოთ ვალიადოლიდის უნივერსიტეტის ბლოგზე.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge
საინფორმაციო შეხვედრა კონკურსთან დაკავშირებით ჩატარდება 2 აგვისტოს, 19:00 საათზე Google Hangout Meet-ის საშუალებით.