23ივნ,2023
Erasmus+ პერსონალის მობილობა კრაკოვის პონტიფიკურ უნივერსიტეტში
2023 წლის 19-23 ივნისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორი, აკაკი ჭელიძე და თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გოჩა ბარნოვი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ ICM პროგრამის ფარგლებში კრაკოვის იოანე პავლე მეორის სახელობის პონტიფიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, საბაუნის წარმომადგენლები შეხვედრა მასპინძელი უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ რობერტ ტირალას და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფ. რობერტ ვონიაკს შეხვდნენ. შეხვედრების დროს ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაფართოებაზე, ყურადღება გაამახვილეს ერთობლივ პროექტებსა და საერთაშორისო გამოცემებზე.
ვიზიტის ფარგლებში, საბაუნის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ პარტნიორი უნივერსიტეტის, აკადემია იგნატიანუმის რექტორს, პროფესორ ტომაშ ჰომას. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე თანამშრომლობის პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.