25ნოე,2026
Erasmus+ პერსონალის სასწავლო მობილობა პოლონეთში
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსი განკუთვნილია საბაუნის აფილირებული პერსონალისათვის, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას და აქვთ სურვილი, ლექციები ჩაატარონ ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში. კონკურსი გამოცხადებულია ჩესტოხოვას იან დლუგოშის უნივერსიტეტისთვის (პოლონეთი).
პროგრამა ითვალისწინებს მგზავრობისა და ყოველდღიურ ხარჯებს.
აკადემიური პერსონალის მობილობა არის მოკლევადიანი ვიზიტი მასპინძელ უნივერსიტეტში (5 სამუშაო დღე და 2 დღე მგზავრობისთვის), რომლის ფარგლებშიც პერსონალი მიმღებ უნივერსიტეტში ატარებს ლექციებს, საჯარო ლექციას ან სხვა აკადემიურ ღონისძიებას (ჯამში 8 აკადემიური საათი).
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
-
უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი B2 TOEFEL, IELTS; ან ცნობა, რომ აკადემიური პირი ფლობს უნარს, წაიკითხოს ლექცია უცხო ენაზე;
-
სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
-
პარტნიორი უნივერსიტეტისათვის შეთავაზებული სალექციო კურსის მოკლე აღწერა / ან მობილობის ხელშეკრულება (ჩამოტვირთეთ აქედან);
-
CV Europass-ის ფორმატში.
დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge არაუგვიანეს 2026 წლის 6 დეკემბრისა.
საბუთების მიღების შემდეგ, შესარჩევი კომისიის მიერ განაცხადების გადარჩევა/შეფასების შემდეგ, მიმღებ უნივერსიტეტთან კონსულტაციის საფუძველზე, შერჩეულ კანდიდატებს დაეგზავნებათ საბოლოო პასუხები.
მნიშვნელოვანი ვადები:
- 6 დეკემბერი - განაცხადების მიღება
- 7 დეკემბრის კვირა - შესარჩევი კომისიის მიერ კანდიდატების ნომინირება და მიმღებ უნივერსიტეტებთან კომუნიკაცია
- დეკემბერი - მიმღებ უნივერსიტეტთან კომუნიკაციის საფუძველზე შერჩეული კანდიდატების ინფორმირება
შეფასების კრიტერიუმები:
- უცხო ენაზე ლექციის ჩატარების უნარი (აკადემიური პერსონალი) - 3 ქულა;
- აკადემიური/ადმინისტრაციული საქმიანობა უნივერსიტეტში (თუ რამდენად აქტიურადაა ჩართული საუნივერსიტეტო საქმიანობაში) – 3 ქულა;
- ჩასატარებელი ლექციების შინაარსი (აკადემიური პერსონალი) - 3 ქულა;
- რელევანტურობა გამოცხადებულ მობილობის მიმართულებასთან - 3 ქულა;
- მობილობის მოსალოდნელი შედეგები - 3 ქულა. (სადაც 1 = საშუალოზე დაბალს; 2 = საშუალოს; 3 = კარგს).
თანაბარი შეფასების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც არ აქვს Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილება.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: ir@sabauni.edu.ge; +995 322 422 242/115