27თებ,2023
Erasmus+ პერსონალისათვის
ცხადდება საბუთების მიღება ერასმუს+ პერსონალის მობილობის პროექტებში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამა ითვალისწინებს მგზავრობის და ყოველდღიურ ხარჯებს (7 დღე), რომელიც განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. დეტალურად იხილეთ აქ .
აკადემიური პერსონალის მობილობა ეს არის მოკლე ვადიანი მობილობა მასპინძელ უნივერსიტეტში (5 სამუშაო დღე და 2 დღე მგზავრობის), სადაც პერსონალი მიმღებ უნივერსიტეტში ატარებს წინასწარ შეთანხმებულ ლექციას, საჯარო ლექციას ან სხვა აკადემიურ ღონისძიებას (8 აკადემიური საათი).
ადმინისტრაციული მობილობა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პოზიციებზე დასაქმებული პირების მობილობას უცხოური უნივერსიტეტების რელევანტურ სტრუქტურებში გამოცდილების გაზიარების მიზნით. აკადემიური მობილობის ანალოგიურად, ფინანსდება 5 სამუშაო დღე და 2 მგზავრობის დღე.
2022-2023 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრზე შესაძლებელია განხორციელდეს პერსონალის მობილობა შემდეგ უნივერსიტეტებთან.
უნივერსიტეტი |
ქვეყანა |
მიმართულება |
პალაცკის უნივერსიტეტის |
ჩეხეთი |
ჰუმანიტარული (აკადემიური მობილობა) |
ლუმსას უნივერსიტეტი |
იტალია |
ადმინისტრაციული მობილობა |
კრაკოვის პონტიფიკური უნივერსიტეტი |
პოლონეთი |
თეოლოგია |
ლუბლინის მეწარმეობის უნივერსიტეტი |
პოლონეთი |
ადმინისტრაციული მობილობა |
რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტი |
სლოვაკეთი |
ჰუმანიტარული (აკადემიური მობილობა) |
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- CV
- მობილობის ხელშეკრულება ხელმოწერის გარეშე ვორდის ფორმატში (მობილობის ხელშეკრულება მოითხოვეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში)
- ინგლისური ენის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე ლექციების ჩატარების, კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილებაც საკმარისია)
გთხოვთ გადმოაგზავნოთ აღნიშნული ინფორმაცია არაუგვიანეს 5 მარტისა.
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება - 01/03/2023 - 14:00 საათზე;
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: sh.parunashvili@sabauni.edu.ge ;