22ნოე,2023
Erasmus+ სტუდენტების მობილობა კრაკოვის პონტიფიკურ უნივერსიტეტში
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ ICM საგრანტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ფარგლებში საბაუნის სტუდენტები 2024 წლის გაზაფხულის სემესტრს ისწავლიან კრაკოვის პონტიფიკურ უნივერსიტეტში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაუნის სოციალურ მეცნიერებათა და თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს.
მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
• საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის (სემესტრის) სტუდენტებს;
• შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტებს;
• დამამთავრებელი კურსის / სემესტრის სტუდენტებს (შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მობილობის დასრულების შემდეგ სტუდენტი დაიმატებს დამატებით სემესტრს);
• სტუდენტს, რომელსაც გააჩნია ფინანსური დავალიანება.
დაფინანსება:
გრანტი: 800 ევრო თვეში
მგზავრობა: 360 ევრო
Erasmus+ პროგრამა არ ფარავს ვიზის მოსაკრებელსა და დაზღვევის ხარჯებს.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
• აკადემიური მოსწრების ბარათი;
• საერთაშორისო პასპორტის ასლი;
• უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი B2 (TOEFL, IELTS), ასეთის არსებობის შემთხვევაში (არ არსებობის შემთხვევაში, სტუდენტები ტესტირებას გაივლიან უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრში);
• სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
• CV Euro pass ფორმატში;
• რეკომენდაცია ფაკულტეტიდან / საბაუნის პროფესორისაგან.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციას აპლიკანტი უნივერსიტეტის ელ-ფოსტის ოფიციალური მისამართიდან აგზავნის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ-ფოსტის მისამართზე: ir@sabauni.edu.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ Erasmus+ ICM UPJP2.
შენიშვნა 1: პარტნიორი უნივერსიტეტის / ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა მოთხონილი იქნეს დამატებითი დოკუმენტები.
შენიშვნა 2: იმისათვის რომ მობილობის სემესტრში მიღებული კრედიტები აღიარდეს სტუდენტმა წასვლამდე უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია საბაუნიში.
შერჩევის კრიტერიუმებია:
• აკადემიური მოსწრება - 30%
• ინგლისური ენა - 40%
• მოტივაცია - 30%
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ასევე, სტუდენტს, რომელსაც არ აქვს Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობა მიღებული.
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული საგნები.
მნიშვნელოვანი ვადები:
15 დეკემბერი - საბუთების მიღება
18 დეკმებერი, 11:00 სთ - ტესტირება უცხო ენაში
19 დეკმებერი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან და კანდიდატების შერჩევა
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge, ან მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში, ოთახი 408.