22მარ,2024
Erasmus+ სტუდენტების მობილობა ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტში
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი განკუთვნილია საბაუნის თეოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისათვის. გრანტის მფლობელი სტუდენტები 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ისწავლიან ჩეხეთში, ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტში. მობილობის პერიოდი სრულად დაფინანსებულია, სტუდენტი მიიღებს მგზავრობის ხარჯებს და ასევე ყოველთვიურ სტიპენდიას.
კონკურსში მონაწილეობისათვის, სტუდენტს:
- უნდა ჰქონდეს დასრულებული საბაუნიში მინიმუმ ერთი სემესტრი
- უნდა ჰქონდეს სტუდენტის აქტიური სტატუსი
- არ უნდა ჰქონდეს ფინანსური დავალიანება
დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ფაკულტეტის დეკანთან, დამატებითი სემესტრის შესახებ.
გრანტი:
- ყოველთვიური სტიპენდია: 800 ევრო
- მგზავრობა: 360 ევრო
Erasmus+ პროგრამა არ ფარავს დაზღვევის ხარჯებს და ვიზის მოსაკრებელს.
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული კურსები
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- აკადემიური მოსწრების ბარათი;
- უცხო ენის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (B2 დონე, TOEFEL, IELTS). ასეთის არ არსებობის შემთხვევაში სტუდენტებმა უნდა მიმართონ საბაუნის უცხო ენათა ცენტრს, გაიარონ ტესტირება და მიიღონ ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
- CV Europass ფორმატში;
- რეკომენდაცია ფაკულტეტიდან / საბაუნის პროფესორისაგან.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია მიიღება აპლიკანტის საბაუნის ელ.ფოსტიდან შემდეგ მისამართზე: ir@sabauni.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ: Erasmus+ Olomouce
შენიშვნა: იმისათვის რომ სტუდენტის მიერ უცხოეთში მიღებული კრედიტების აღიარება მოხდეს, სტუდენტმა უცხოეთში წასვლამდე უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის სემესტრული საფასურის გადახდა) საბაუნიში.
შერჩევის კრიტერიუმებია:
- აკადემიური მოსწრება - 30%
- ინგლისური ენა - 40%
- მოტივაცია - 30 %
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სტუდენტებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ან/და სტუდენტს, რომელსაც არასოდეს უსარგებლია სასწავლო გრანტით უცხოეთში.
მნიშვნელოვანი ვადები:
4 აპრილი, 10:00 საათი - ტესტირება ინგლისურ ენაში, მათთვის ვისაც არ აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი
9 აპრილი - საბუთების მიღება
10-11 აპრილი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან და კანდიდატების შერჩევა
კითხვების შემთხვევაში, მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ.ფოსტა: ir@sabauni.edu.ge
ტელ.: +995 577 34 77 13
ოთახი 408